როგორია ამინდებია
მოსალოდნელი საქართველოში
2 ოქტომბრამდე - თემაზე
გარემოს ეროვნული
სააგენტოს მოკლევადიანი
პროგნოზების განყოფილების
უფროსმა, დოდო გვაზავამ
„პრაიმტაიმთან“ ისაუბრა.„26
სექტემბრიდან, დასავლეთ
საქართველოში ამინდი
გაუმჯობესდება და ჰაერის
ტემპერატურა მოიმატებს.
26-ში დღის მეორე ნახევრიდან,
2 ოქტომბრამდე უმეტესად
უნალექო და თბილი ამინდი
იქნება.ზემო იმერეთსა და
კოლხეთის დაბლობზე, 28
სექტემბრიდან, 2 ოქტომბრის
ჩათვლით ჰაერის
მაქსიმალური ტემპერატურა
მიაღწევს 30 გრადუსს.30
სექტემბრამდე, აღმოსავლეთ
საქართველოში, 2-3 გრადუსით
დაიკლებს
ტემპერატურა.დედაქალაქს
რაც შეეხება, 28 გრადუსი
ფიქსირდება. 30 სექტემბრის
ჩათვლით, 3-4 გრადუსით
დაიკლებს ტემპერატურა.2
ოქტომბრამდე,
საქართველოში უმეტესად
თბილი ამინდები იქნება“,-
გვითხრა დოდო გვაზავამ.