„სულ მალე დადგება ის წამი, როდესაც გადამწყვეტ შეტევას მივიტანთ და საბოლოო გამარჯვებას ვიზეიმებთ“ - გიორგი ვაშაძე

Primetime.ge 1 თვე წინ 15
„სულ მალე დადგება ის წამი, როდესაც გადამწყვეტ შეტევას მივიტანთ და საბოლოო გამარჯვებას ვიზეიმებთ“ - გიორგი ვაშაძე
პარლამენტის შენობის გარეთ აქცია თითქმის დასრულებულია, თუმცა დემონსტრანტების ნაწილი საკანონმდებლო ორგანოსთან კვლავ რჩება. რუსთაველის გამზირზე გზა ისევ გადაკეტილია - ისევ გაშლილი აქვთ კარვები, თუმცა პარლამენტის წინ დამონტაჟებულ სცენას უკვე შლიან.შეკრებილებს მიმართა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძემ, რომელმაც თქვა, რომ ბრძოლის ხაზი პროტესტი იქნება.„ჩვენი ბრძოლის ხაზი იქნება პროტესტი, ჩვენი ბრძოლის ხაზი იქნება საგარეო ასპარეზი. სულ მალე დადგება ის წამი, როდესაც ჩვენ გადამწყვეტ შეტევას მივიტანთ და საბოლოო გამარჯვებას ვიზეიმებთ. დღევანდელ დღეს, არაფერი არ დასრულებულა, ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე. ყველანი ერთად შევქმნით ალტერნატიულ მექანიზმებს, რომელიც იქნება ლეგიტიმური თქვენგან და დაიწყებს ურთიერთობებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან. თქვენს წინაშე ვფიცავ, რომ არცერთი წამით არ დავიხევთ უკან,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.რუსთაველის გამზირზე გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა. ადგილზე რჩებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა ტერიტორია უკვე დატოვეს.„მშვიდი ვითარებაა, უბრალოდ რუსთაველის გამზირი ჯერჯერობით გადაკეტილია. აქციის მონაწილეები რჩებიან რუსთაველის გამზირზე,“ - აღნიშნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლაშა ჯოხაძე.სხდომათა დარბაზში მიმდინარე პროცედურების პარალელურად, რუსთაველის გამზირზე ისმოდა შეძახილები. მთავარი მოთხოვნა უცვლელია - ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. 
სრულად წაიკითხეთ სტატია