სტუდენტური პარლამენტი, ალტერნატიული პარლამენტის შექმნის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ინიციატივას უერთდება

News.ge 4 კვირის წინ 13
სტუდენტური პარლამენტი, ალტერნატიული პარლამენტის შექმნის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ინიციატივას უერთდება

საქართველოს პარლამენტთან არსებული სტუდენტური პარლამენტის წევრები დღეს “ძლიერი საქართველოს” ლიდერებს ს და სიმონ ჯანაშიას შეხვდნენ და ალტერნატიული პარლამენტის შექმნის იდეა განიხილეს, რაც ქვეყანის კრიზისიდან გამოყვანას და ახალი არჩენების დანიშვნას მოემსახურება.

სტუდენტური პარლამენტი მამუკა ხაზარაძის ინიციატოვას უერთდება და სხვა ახალგაზრდულ ჯგუფებთან ერთად ამ საკითხზე კოორდინირებულ მუშაობა აპირებს.

“საინტერესეო შეხვედრა გვქონდა ახალგაზრდებთან. ისინი წარმოადგენენ საქართველოს პარლამენტთან არსებულ სტუდენტურ პარლამენტს. ვიმსჯელეთ შექმნილ სიტუაციაზე, გავაცანით ჩვენი კონკრეტული გეგმა: ერთის მხრივ, უნდა გაგრძელდეს სამართლიანი პროტესტი არჩატარებული და მოპარული ს საწინააღმდეგოდ და მეორე, შეიქმნას ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, სადაც არჩეული გამარჯვებული ოპოზიციური პარტიები ჩამოაყალიბებენ ე.წ ალტერნატიულ სახალხო პარლამენტს, სათათბიროს. საინტერესო დისკუსია გვქონდა ახალგაზრდებთან და მე დარმწუნებული ვარ, რომ ასეთი შეხვედრები, რომლებიც სამომავლოდაც დაგეგმილი გვაქვს, მიგვიყვანს იმ საერთო აზრამდე, რომ არა ამრტო ქუჩა, არამედ ასეთი ტიპის ცენტრის შექმნა აიძულებს ხელისუფლებას დარჩეს მარტო, პარლამენტის შენობაში და საერთაშორისო საზოგადოებას ვესაუბროთ ალტერნატიული ცენტრის საშუალებით – ჩვენ გავხსნათ ეს ხაზები და მივაღწიოთ ყველაზე მთავარს – ახალ არჩევნებს უახლოეს პერიოდში,” – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

სრულად წაიკითხეთ სტატია