ჭავჭავაძის გამზირზე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისას გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა

News.ge 9 საათი წინ 4
ჭავჭავაძის გამზირზე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისას გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 21 დეკემბერს, თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს კედლის გადმონგრევის შედეგად, მეხანძრე-მაშველი დაიღუპა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მეხანძრე-მაშველის, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტის – 1982 წელს დაბადებული გიორგი ლელაშვილის გარდაცვალების გამო.
გიორგი ლელაშვილი მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სრულად წაიკითხეთ სტატია