“სოსიედადმა” “ბარსელონა” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]

News.ge 1 თვე წინ 20
“სოსიედადმა” “ბარსელონა” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]

ლა ლიგის მე-13 ტურში გათამაშების ლიდერი “ბარსელონა” “სოსიედადს” ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.
მატჩი “ბლაუგრანას” უპირატესობით დაიწყო, თუმცა ჰანსი ფლიკის შეგირდებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს.
33-ე წუთზე ანგარიში შერალდო ბეკერმა გახსნა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ამრიგად, “ბარსა” მიმდინარე სეზონში მეორედ დამარცხდა, ჰანსი ფლიკის გაწვრთნილი გუნდი ლა ლიგის ცხრილში 33 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ “რეალს” 6 ქულით უსწრებს. “ბლაუგრანა” მორიგ შეხვედრას 24 ნოემბერს “სელტას” წინააღმდეგ გამართავს.
“სოსიედადი” 18 ქულით მე-8 ადგილზეა და 22 ნოემბერს კოპა დელ რეიზე “იოვეს” დაუპირისპირდება.

სრულად წაიკითხეთ სტატია