სოზარ სუბარი საქართველოს პოლიტიკურ სპექტრზე: ერთ მხარეს არის ჩვეულებრივი აგენტურა, რომელიც მზად არის, საქართველო ჩართოს გამანადგურებენ ომში, მეორე მხარეს - პატრიოტული ძალა „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ სახით

Primetime.ge 2 თვის წინ 34
სოზარ სუბარი საქართველოს პოლიტიკურ სპექტრზე: ერთ მხარეს არის ჩვეულებრივი აგენტურა, რომელიც მზად არის, საქართველო ჩართოს გამანადგურებენ ომში, მეორე მხარეს - პატრიოტული ძალა „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ სახით
კოალიციური ხელისუფლებაც დემოკრატიის ნაწილია, ოღონდ ერთგვარი კოჭლი დემოკრატიაა, - განაცხადა დეპუტატმა სოზარ სუბარმა და განმარტა, რომ ოპოზიცია და ენჯეოები საზოგადოებაში არასწორ მოსაზრებას ნერგავენ, თითქოს დემოკრატია მაინცდამაინც კოალიციურ ხელისუფლებას ნიშნავს.დეპუტატის განმარტებით, კოალიციური მმართველობა დემოკრატიის ნაწილია, თუმცა მაშინ, როდესაც მოსახლეობა არ აკეთებს მკაფიო არჩევანს რომელიმე ერთი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ. მისი თქმით, კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბების დროს პარტიები იძულებული არიან, უღალატონ თავის პოლიტიკურ მრწამსს და საარჩევნო დაპირებებს და ალიანსში შევიდნენ სრულიად საპირისპირო ხედვისა და მრწამსის მქონე პარტიებთან, პრაქტიკულად ხდება ღირებულებების სრული აღრევა.სოზარ სუბარმა ქართული პოლიტიკური სპექტრიც შეაფასა. საქართველოში მოსახლეობას ორად ორი არჩევანი აქვს - ერთ მხარეს დგას რადიკალური ოპოზიცია, რეალურად უცხოური აგენტურა, რომლებიც გარედან იმართებიან, მეორე მხარეს კი „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ ერთობა.„ძალიან ხშირად, არასწორ ნარატივს ნერგავენ საზოგადოებაში, თითქოს დემოკრატია მაინცდამაინც კოალიციური ხელისუფლებაა. სინამდვილეში, დემოკრატია არის ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და ხალხი ვისაც ირჩევს, იმან უნდა მართოს ქვეყანა. კოალიციაც დემოკრატიის ნაწილია, ოღონდ ერთგვარი კოჭლი დემოკრატიაა. როდესაც ხალხს არ აქვს გაკეთებული მკაფიო არჩევანი. ამ შემთხვევაში, განსხვავებული ხედვის მქონე პარტიები იძულებულნი არიან, გაერთიანდნენ. ამისთვის ისინი თმობენ საკუთარ შეხედულებებს და ხდება ღირებულებების აღრევა. ეს არ არის დემოკრატიის საუკეთესო მაგალითი, თუმცა დემოკრატია ამ შესაძლებლობასაც მოიცავს.დღეს ქართული პოლიტიკური სპექტრი გაყოფილია ორ ნაწილად. ერთ მხარეს არის ჩვეულებრივი აგენტურა, რომელიც უცხო ქვეყნიდან იმართება და რომელსაც აბსოლუტურად არ აინტერესებს არც საქართველო, არც ქართველი ხალხის ბედი და მზად არიას პირველივე ბრძანებაზე, დავალებაზე, უყოყმანოდ ჩართოს საქართველო გამანადგურებელ ომში. მეორე მხარეს კი არის პატრიოტული ძალა, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ ალიანსის სახით“, - აღნიშნა სოზარ სუბარმ
სრულად წაიკითხეთ სტატია