„სიამაყისა და სიხარულის გრძნობა მაქვს... დემნა ყოველთვის გამორჩეული იყო, ჩვენ დიდი და ხმაურიანი ქართული ოჯახი გვაქვს“ - დემნა გვასალიას დედის პირველი ინტერვიუ

Primetime.ge 2 თვის წინ 25
„სიამაყისა და სიხარულის გრძნობა მაქვს... დემნა ყოველთვის გამორჩეული იყო, ჩვენ დიდი და ხმაურიანი ქართული ოჯახი გვაქვს“ - დემნა გვასალიას დედის პირველი ინტერვიუ
ცნობილი ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას დედა, ელა გვასალია პირველ ინტერვიუს  Harper's Bazaar-ს აძლევს. ის დემნაზე საუბრობს და ამბობს, რომ შვილით ძალიან ამაყია. „ჩვენ დიდი ქართული ოჯახი გვაქვს. ქართული ოჯახი განსაკუთრებული სამყაროა, სადაც ხალხი ემოციური და ხმაურიანია. ჩვენს სახლში და მაგიდასთან, სადაც ვიკრიბებოდით, ყოველთვის ხმაური იყო. ამის ფონზე, დემნა გამოირჩეოდა შინაგანი ინტელექტითა და მორიდებულობით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველა თამაშსა და აქტივობაში დემნა ყოველთვის ლიდერი იყო.დემნას შინაგანი ძალა აქვს. შეიძლება მკაცრი იყოს და შეუპოვარი, რაც მე მომწონს. მეც ასეთი ვარ, მაგრამ ის გულწრფელია. როდესაც დემნას სამოსს ხალხზე ვხედავ, ეს ჩემში, რა თქმა უნდა, სასიამოვნო განცდებს ბადებს - სიამაყისა და სიხარულის" - ამბობს დემნა გვასალიას დედა Harper's Bazaar-თან ინტერვიუში. 
სრულად წაიკითხეთ სტატია