სენატორი ბენ კარდინი წერს, რომ „უსაფრთხოების ძალები წამებითა და სისასტიკით შეხვდნენ შაბათს ანტიდემოკრატიული ფიგურის აღზევების გასაპროტესტებლად შეკრებილ ქართველ ხალხს“

Primetime.ge 1 კვირა წინ 6
სენატორი ბენ კარდინი წერს, რომ „უსაფრთხოების ძალები წამებითა და სისასტიკით შეხვდნენ შაბათს ანტიდემოკრატიული ფიგურის აღზევების გასაპროტესტებლად შეკრებილ ქართველ ხალხს“
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ბენ კარდინმა დაგმო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა შაბათს, პარლამენტის მიერ ჩატარებული სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ და საერთაშორისო დამკვირვებლებმა ფართოდ გააკრიტიკეს. სენატორ კარდინის განცხადებას აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს.სენატორის განცხადებით, პრეზიდენტმა ბაიდენმა პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს მათ, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიების ძალადობრივი ქმედებების ორკესტრირებაზე, მათ შორის „გლობალური მაგნიტსკის სანქციების“ დაწესებით.„„ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი ჭეშმარიტი ხასიათი თავის მედროშედ ცნობილი ანტიამერიკელი პროვოკატორის, მიხეილ ყაველაშვილის ნიშანდობლივ შერჩევით. ბატონი ყაველაშვილი იყო ცენტრალური ფიგურა საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაში, მათ შორის რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონის თანაავტორობით. როდესაც ქართველი ხალხი მასობრივად შეიკრიბა შაბათს ანტიდემოკრატიული ფიგურის აღზევების გასაპროტესტებლად, უსაფრთხოების ძალები მათ წამებითა და სისასტიკით შეხვდნენ. „ქართულმა ოცნებამ“ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ძალადობრივი თავდასხმა უდანაშაულო მოქალაქეებზე და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული მომიტინგე, მათ შორის არასრულწლოვნები, რომლებიც მათ ციხეში იმყოფებიან. პრეზიდენტმა ბაიდენმა პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს მათ, ვინც რეპრესიების ძალადობრივი ქმედებების ორკესტრირებაზეა პასუხისმგებელი, მათ შორის „გლობალური მაგნიტსკის სანქციების“ დაწესებით. ახლა დროა, რომ აშშ და ჩვენი მოკავშირეები მტკიცედ დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ მათი სწრაფვისას“, – ნათქვამია განცხადებაში.უსაფრთხოების ძალები წამებითა და სისასტიკით შეხვდნენ შაბათს ანტიდემოკრატიული ფიგურის აღზევების გასაპროტესტებლად შეკრებულ ქართველ ხალხს
სრულად წაიკითხეთ სტატია