„საშინელება იყო... სამლოცველოს შევაფარეთ თავი...“ - ისრაელში მყოფი ქართველი ემიგრანტი

Primetime.ge 2 თვის წინ 77
„საშინელება იყო... სამლოცველოს შევაფარეთ თავი...“ - ისრაელში მყოფი ქართველი ემიგრანტი
საქართველოში ისრაელის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოქალაქის, ილია ნოზაძის ოჯახს, რომელიც ისრაელში ნათესავების მოსანახულებლად ჩავიდა და გუშინ ტერაქტის დროს ტრაგიკულად დაიღუპა, – წერს თბილისში ისრაელის საელჩო სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, თელ ავივში, იაფას რაიონში სროლის დროს დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარის შედეგად დაიღუპა რვა ადამიანი, რამდენიმე დაშავებულია. სამართალდამცველების განცხადებით, თავდასხმის შემსრულებელი ორი ტერორისტი განეიტრალებულია.„პრაიმტაიმი“ ისრაელში მყოფ ქართველს დაუკავშირდა. მან ჩვენთან საუბარში თქვა, რომ ამჯერად ისრაელში სიწყნარეა. „ასეთი საშინელი სირენების ხმა, არასდროს ყოფილა ისრაელში, 400 რაკეტა გაუშვეს, საშინელება იყო. მათ სამლოცველოში შევაფარე თავი. დავკარგეთ საოცარი ქართველი, ილია, რომელიც მატარებელში ჩაცხრილეს, 3 ტყვია ესროლეს. 2 დღის წინ ვნახე, ისე გაუხარდა ჩემი ნახვა, საოცარი ადამიანი იყო. ახლა ისრაელში სიმშვიდეა, 1 საათში უკვე, აქ არაფერი არ იგრძნობოდა. ძალიან ძლიერი ქვეყანაა და იმდენად დაცულია, რომ 400 რაკეტიდან, ალბათ ერთი ჩამოვარდა“,- ამბობს დალი გვათუა.
სრულად წაიკითხეთ სტატია