გარემოს ეროვნული
სააგენტო ინფორმაციას
ავრცელებს:„3 ნოემბრიდან
საქართველოს ტერიტორიაზე
ატმოსფერულ ჰაერში
ფიქსირდება მყარი
ნაწილაკების (PM10, PM2.5)
შემცველობის მატება, რაც
ძირითადად ტრანსასაზღვრო
დაბინძურებას უკავშირდება
და სამხრეთ-დასავლეთიდან
უდაბნოს მტვრის მასების
გავრცელებით არის
განპირობებული.საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს
სსიპ გარემოს ეროვნული
სააგენტო აგრძელებს
ატმოსფერული ჰაერის
ხარისხის უწყვეტ
მონიტორინგს ავტომატური
სადგურების
საშუალებით.ნებისმიერ
დაინტერესებულ პირს
შესაძლებლობა აქვს
გაეცნოს ინფორმაციას
ჰაერის ხარისხის
მდგომარეობის შესახებ და
ასევე მიიღოს ჯანდაცვითი
რეკომენდაციები
ატმოსფერული ჰაერის
ხარისხის პორტალზე
"რეკომენდაციების" ველში“,-
ნათქვამია ინფრომაციაში.