ნიჩბისი-დიდგორი-დიდი
თონეთის გზაზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
აკრძალულია.აღნიშნულის
შესახებ ინფორმაციას
საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტი
ავრცელებს.„რთული
მეტეოროლოგიური პირობების
(თოვა, ქარბუქი და
შეზღუდული ხილვადობა) გამო,
შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი
თონეთის საავტომობილო
გზაზე დროებით იზღუდება
ყველა სახის
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა“, – აღნიშნულია
ინფორმაციაში.