“საქართველოს 3:0-ს მოვუგებთ” – ჩეხეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

News.ge 1 თვე წინ 23
“საქართველოს 3:0-ს მოვუგებთ” – ჩეხეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

ჩეხეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა პაველ ჰორვატმა, რომელიც ამჟამად მესამე ლიგის მოსტ-სოუშის „ბანიკის“ მწვრთნელია და რადიო „სპორტის“ საფეხბურთო ექსპერტია, irozhlas-თან განაცხადა, რომ დღეს მათი ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდს უეჭველი მოუგებს.
„ვფიქრობ, ალბანეთთან ჩვენმა ფეხბურთელებმა ურიგოდ არ ითამაშეს, ძალიან იმედიანად არიან განწყობილნი და ყველაფერი ჩვენს ხელთაა. კარგი იქნებოდა ერთი დღით მეტი დაგვესვენა, მაგრამ ორივე გუნდი ერთნაირ მდგომარეობაშია. მჯერა, ჩვენი გულშემატკივრების წინაშე წარმატებას მივაღწევთ.
ეს ჯგუფში ბოლო შეხვედრაა, ფინალივითაა, არ შეგვიძლია თბილისში მარცხზე გავამახვილოთ ყურადღება, რომელიც ჩვენს სასარგებლოდ არ წარიმართა. დარწმუნებული ვარ, გამარჯვებას
ვიზეიმებთ – 3:0-ს მოვიგებთ. ჩვენი ბიჭების განწყობა სათანადო იქნება, მით უმეტეს გულშემატკივრებიც ძალიან დაგვიჭერენ მხარს. ჩეხეთის ნაკრები გამართულად მოქმედებს, ყველანი კარგ ფორმაში არიან, ამ მხრივ ბევრი კითხვები არ მაქვს. არ გყეყოლება სოუჩეკი, თუმცა ამ დანაკლისს გავუმკლავდებით და მგონია, გავიმარჯვებთ“.

სრულად წაიკითხეთ სტატია