გაეროს მსოფლიო ტურიზმის
დღის ღონისძიების
ფარგლებში ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაცია
Euronews Travel-ის, Forbes-ის, Bloomberg Travel-ის,
Conde Nast-ის, Le Monde-ის, Prestige Communcation-ისა
და Arab News-ის ჟურნალისტებს,
ოპერატორებსა და
ფოტოგრაფებს მასპინძლობს.
Forbes-ის ჟურნალისტის მელინდა
ელაინ სნაიდერსის
განცხადებით,
საქართველოში მსოფლიო
ტურიზმის დღის
ღონისძიების გამართვა
ქვეყანას მსოფლიო
ტურიზმის ეპიცენტრში
აქცევს.„ფაქტი, რომ
საქართველო მსოფლიო
ტურიზმის დღეს
მასპინძლობს, ხაზს უსვამს
საქართველოს მხრიდან
ნაკისრ ვალდებულებას და
ამავდროულად ცვლის
ქართული ტურიზმის
სექტორის სავალ კურსს.
იზრდება მომსახურების
დონე და ყალიბდება მაღალი
ხარისხის სასტუმროები და
რესტორნები. ეს რეალობა
თბილისს აქცევს სასურველ
მიმართულებად
ტურისტებისთვის.
საქართველო ამ ტიპის
ღონისძიებებს არაერთხელ
უმასპინძლებს, რადგან
მშვენიერი ადგილია
სტუმრობისთვის“,-ამბობს
მელინდა ელაინ
სნაიდერსი.Forbes-ის
ჟურნალისტის თქმით,
საქართველო
მრავალფეროვანი ტურისტული
პროდუქტებით
გამოირჩევა. „საქართველო
აერთიანებს ინოვაციისა და
დახვეწილობის
კომბინაციას. აქ ჩამოსული
ადამიანები არქიტექტურის,
ისტორიისა და ასტროლოგიის
შერწყმას იხილავენ. იმ
ტურისტებს, რომლებსაც გეზი
საქართველოსკენ აქვთ
აღებული ვეტყოდი, რომ აქ
დიდი სანახაობა ელით. მათ
არა მარტო ურბანული
ტურიზმი დახვდებათ, აქ
მრავლადაა ღვინო და
კერძები, ასევე
გამორჩეულია კულტურა და
არქიტექტურა. საქართველოს
ბუნება ნებისმიერ სტუმარს
მოხიბლავს“,-განაცხადა
მელინდა ელაინ
სნაიდერსმა.