მარნეულში საახალწლო
ღონისძიებები
მიმდინარეობს. მერიის
მიმდებარე ტერიტორიაზე
მოწყობილია საშობაო
ბაზრობა, წარმოდგენილია
საბავშვო გასართობი
ზონები. პატარების
განწყობაზე ზრუნავენ
ანიმატორები.ტერიტორიაზე
განთავსებულია ხის
საახალწლო სახლები,
დეკორატიული ფოტოზონები
და ფერადი ინსტალაციები,
რომლებიც სადღესასწაულო
ატმოსფეროს
ქმნის.ღონისძიება ქართული
ესტრადის შემსრულებლების
კონცერტითა და საზეიმო
ფოიერვერკით დასრულდება.