„სატოპკე“ აგვიწიეს - სავალდებულო არ იყო და ახლა გახდება სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისთვის, მისი მოადგილისთვის, სხვა სახელშეკრულებო პირობებით აყვანილი თანამდებობის პირებისთვის ქართული ენის ცოდნა - მამუკა მდინარაძე

Primetime.ge 6 დღის წინ 7
„სატოპკე“ აგვიწიეს - სავალდებულო არ იყო და ახლა გახდება სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისთვის, მისი მოადგილისთვის, სხვა სახელშეკრულებო პირობებით აყვანილი თანამდებობის პირებისთვის ქართული ენის ცოდნა - მამუკა მდინარაძე
რატომ არ ხსნით დებატებს - თქვენ დასვით ასეთი შეკითხვა. ამ დროს, 2 კვირის წინ, რაკლი კობახიძემ მოუწოდა თქვენს ეთერში დებატებისკენ და იქ ვერ დაუსხდნენ მას. ხვდებით რამხელა გავლენა აქვს პროპაგანდას?, - ასე უპასუხა ოპოზიციური მედიის ჟურნალისტს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.პროპაგანდის კონტექსტში მან რამდენიმე მაგალითი მოიყვანა, მათ შორის ისაუბრა თბილისში მიმდინარე აქციებზე.„ისინი არგუმენტებში არ შემოდიან. აქციები რაზეა? აღარ ლაპარაკობენ 300 000 ხმა გაყალბდაო, რადგან სიგიჟეს ლაპარაკობდნენ, ხვდებიან და ამ სისულელით აღარ წამლავენ საინფორმაციო ველს. 28 ნოემბერს რა მოხდა - აქ არის გარღვევა, რაზე გაბრაზდნენ 28-ში? ევროკავშირმა რომ გვითხრა 2030 წლამდე კარი ჩაკეტილია და ჩვენ რომ ვთქვით, რომ 90%-ს შევასრულებთ რეკომენდაციების და მერე ვიქნებით ინიციატორები მომართვის, თუ არადა აქამდე თუ დაგვიდეთ ხელს მოვაწერთ-თქო, ამაზე გაბრაზდნენ? არაადეკვატურობის პიკი ხომ არის ეს ყველაფერი. საბაბი ყოველთვის ექნებათ, მიზეზს არ აქვს მნიშვნელობა. საჯარო მოსამსახურეებისთვის ენის ცოდნის ვალდებულება ამოიღესო - ესეც ხომ ცალსახა ტყუილია, მაგრამ თავს იბრაზებენ. მაგრამ თუ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებზე, მოადგილეებზე წუხან, ბოდიში და „სატოპკე“ აგვიწიეს - დავით მათიკაშვილს ჰქონდა ინიციატივა და ამას დავეთანხმებით - ჩავწერთ, რომ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისთვის, მისი მოადგილისთვის სხვა სახელშეკრულებო პირობებით აყვანილი თანამდებობის პირებისთვის (სავალდებულო არ იყო) და ახლა გახდება ქართული ენის ცოდნა. არ ვამბობ ტექნიკურ პერსონალზე, ამაზე გამონაკლისს დავტოვებთ. ხელმძღვანელობა უნდა? მინისტრის, პრემიერი მრჩევლობა უნდა? კეთილი ინებოს და ელემენტარულ ენაზე ქართული ენას ისწავლოს. ამ ტყუილს მოვაყოლებთ ამ რეაგირებას“, - განაცხადა მდინარაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია