„საზოგადოების უმრავლესობის დაკვეთა აღასრულა „ქართულმა ოცნებამ“ - ირაკლი კირცხალია „ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ“კანონზე

Primetime.ge 2 თვის წინ 61
„საზოგადოების უმრავლესობის დაკვეთა აღასრულა „ქართულმა ოცნებამ“ - ირაკლი კირცხალია „ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ“კანონზე
"ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ" კანონზე, რომელიც უკვე ძალაში შევიდა, მმართველ გუნდში შეფასებები კეთდება. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი კირცხალია ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს საზოგადოების უდიდესი ნაწილის დაკვეთა იყო.მისი თქმით, ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილი კანონს ხელს არ აწერდა და მას არც ვეტო დაადო, ადასტურებს, იმას, რასაც "ქართული ოცნება" ამბობდა."საზოგადოების უმრავლესობის დაკვეთა აღასრულა უმრავლესობით არჩეულმა ხელისუფლებამ - "ქართულმა ოცნებამ." კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, 26 ოქტომბრის შემდეგ, მას შემდეგ რაც, საკონსტიტუციო უმრავლესობით ვიქნებით წარმოდგენილი, საზოგადოებას ვპირდებით, ამ უმნიშვნელოვანეს ჩანაწერს კონსტიტუციის დონეზეც გავამყარებთ.რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს და კოლექტიურ "ნაცმოძრაობას," მანაც [სალომე ზურაბიშვილმა] თავისი ამ დამალობანათი, არც ხელის მოწერით და ა.შ. მკაფიოდ და ღიად დააფიქსირა ის პოზიცია, რასაც ვამხელდით, რომ ისინი შინაგანად ეწინააღმდეგებოდნენ ამ კანონს," - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კანონს "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" ხელი მოაწერა. კანონი ძალაშია. აღნიშნული კანონის ხელმოწერაზე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. მოტივირებული შენიშვნების გარეშე თქვა უარი. ამჯერად მას ვეტო არ გამოუყენებია და პარლამენტს კანონი უბრალოდ ხელმოწერის გარეშე დაუბრუნა.
სრულად წაიკითხეთ სტატია