რძის ნიმუშებში
აფლატოქსინი გამოვლინდა -
ინფორმაციას ამის შესახებ
სურსათის ეროვნული
სააგენტო ავრცელებს.
გთავაზობთ
პოსტს:„სურსათის ეროვნული
სააგენტოს თბილისის
საქალაქო სამსახურის
ინსპექტორებმა 28 მარტს შპს
"ვიმ-ბილ-დან საქართველოში"
(ს/კ 204546553 (სოფლის ნობათი)
სახელმწიფო კონტროლი
განახორციელეს.ინსპექტირების
შედეგად, საწარმოში
კრიტიკული შეუსაბამობა არ
გამოვლენილა, თუმცა,
დაფიქსირდა სურსათის
შესახებ ინფორმაციის
მიწოდების წესის დარღვევა,
რის გამოც
ბიზნესოპერატორი
დაჯარიმდა
სურსათის/ცხოველის
საკვების უვნებლობის,
ვეტერინარიისა და
მცენარეთა დაცვის
კოდექსის
შესაბამისად.გარდა ამისა,
შპს "ვიმ-ბილ-დან
საქართველოს" დაევალა
აზერბაიჯანში წარმოებული
რძის 5 ნიმუშის აღება
(რომლიდანაც ერთი არის
ბავშვთა კვებისთვის
განკუთვნილი) და
აფლატოქსინ M1-ზე
გამოკვლევა; ასევე
არასწორად ეტიკეტირებული
სურსათის ბაზრიდან
გამოთხოვა.სააგენტოს
ზედამხედველობით აღებული
ნიმუშები გაიგზავნა
აკრედიტებულ
ლაბორატორიაში.
ლაბორატორიული კვლევის
შედეგად აფლატოქსინ M1-ის
გადაჭარბებული ოდენობა
დაფიქსირდა ხუთ ნიმუშში.
კერძოდ:სასმელი რძე
საბავშვო,
ულტრაპასტერიზებული - 2,5%
ცხიმიანობით - დამზადების
თარიღი: 04.02.2025,
ვარგისიანობის ვადა:
03.08.2025;სასმელი რძე რჩეული
ულტრაპასტერიზებული, 1,5%
ცხიმიანობით - დამზადების
თარიღი: 12.02.2025,
ვარგისიანობის ვადა:
11.08.2025;სასმელი რძე რჩეული
ულტრაპასტერიზებული, 1,5%
ცხიმიანობით - დამზადების
თარიღი: 10.02.2025,
ვარგისიანობის ვადა:
09.08.2025;სასმელი რძე რჩეული
ულტრაპასტერიზებული, 2,5%
ცხიმიანობით - დამზადების
თარიღი: 09.02.2025,
ვარგისიანობის ვადა:
08.08.2025;სასმელი რძე რჩეული
ულტრაპასტერიზებული, 3,2%
ცხიმიანობით - დამზადების
თარიღი: 02.02.2025,
ვარგისიანობის ვადა:
01.08.2025.შპს „ვიმ-ბილ-დან
საქართველოს“ დაევალა
დასახელებული სურსათის
პარტიების სარეალიზაციო
ქსელიდან
ამოღება/გამოთხოვა.სურსათის
ეროვნული სააგენტო
მოუწოდებს მომხმარებელს,
არ გამოიყენოს აღნიშნული
რძე. აფლატოქსინი
წარმოიქმნება ობის
სოკოებისაგან. აფლატოქსინ
B1-ით დაბინძურებული
საკვები ხვდება ცხოველის
ორგანიზმში, საიდანაც
გადადის რძეში და
გარდაიქმნება M1
აფლატოქსინად, რაც
საფრთხეს უქმნის
ადამიანის ჯანმრთელობას“, -
ნათქვამია გავრცელებულ
ინფორმაციაში.