"როდესაც ამბობენ, რომ ხელისუფლებას არ დავაფინანსებთ და ქართველ ხალხზე უნდა გავაკეთოთ აქცენტიო, ეს პირდაპირი ტყუილია" - არჩილ გორდულაძე კაია კალასის განცხადებაზე

Primetime.ge 6 დღის წინ 4
"როდესაც ამბობენ, რომ ხელისუფლებას არ დავაფინანსებთ და ქართველ ხალხზე უნდა გავაკეთოთ აქცენტიო, ეს პირდაპირი ტყუილია" - არჩილ გორდულაძე კაია კალასის განცხადებაზე
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, როდესაც პარტნიორები ამბობენ, რომ ხელისუფლებას არ დააფინანსებენ და ქართველ ხალხზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, ეს პირდაპირი ტყუილია, რადგან ბიუჯეტი არა ხელისუფლების, არამედ ქართველი ხალხის არის.მისი განმარტებით, თუ ვინმეს უნდა თავიანთი წარმომადგენლები და დავალებების შემსრულებლები დააფინანსოს, სწორედ ამიტომ არის ქვეყანაში გამჭვირვალობის კანონი, რათა ყველამ კარგად ნახოს საიდან წამოსული თანხები ვის ერიცხება და რაში იხარჯება."თუ რაიმე დაფინანსება ან გრანტი შეიძლებოდა ყოფილიყო და კიდევ საკითხავია ამ გრანტების ოდენობა, ეს გრანტები წესით და რიგით უნდა მოხვედრილიყო ბიუჯეტში. ბიუჯეტი არა თუ ხელისუფლების, არამედ ქართველი ხალხის არის. როდესაც ამბობენ, რომ ხელისუფლებას არ დავაფინანსებთ და ქართველ ხალხზე უნდა გავაკეთოთ აქცენტიო, ეს პირდაპირი ტყუილია. თუ თანხები მიდიოდა ბიუჯეტში და საკითხავია რამდენი მიდიოდა, მაშინ გამოდის, რომ ქართველ ხალხს აღარ უნდა მოხმარდეს. მაგრამ, უნდა მოხმარდეს მათ აგენტურას და ჯაშუშებს. ამ ჯაშუშების მხარდაჭერა ხომ არახალია. გრანტების ჩანთას ყველამ თავი დაანებოს, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი პროგრამა დაფინანსებული იყოს ჩვენივე სახსრებით. თუ ვინმეს უნდა, რომ თავიანთი წარმომადგენლები და დავალებების შემსრულებლები დააფინანსონ, სწორედ ამიტომ არის გამჭვირვალობის კანონი ჩვენ ქვეყანაში მიღებული, რომ ყველამ კარგად ნახოს საიდან წამოსული თანხები ვის ერიცხება და რაში იხარჯება", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია