როგორც არ გამოუვიდათ "ნაცმაიდანი" და ჩვენი ქვეყნის ამოტრიალება, ისე ვერ გამოუვათ სხვა ბნელი მიზნებიც - არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე

Primetime.ge 1 თვე წინ 14
როგორც არ გამოუვიდათ "ნაცმაიდანი" და ჩვენი ქვეყნის ამოტრიალება, ისე ვერ გამოუვათ სხვა ბნელი მიზნებიც - არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე
უმრავლესობის წევრის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ოპოზიციას როგორც არ გამოუვიდა "ნაცმაიდანი" და ქვეყნის ამოტრიალება, ისე ვერ გამოუვა არც სხვა ბნელი აზრის განხორციელება.მისი განმარტებით, ოპოზიციის წარმომადგენლები დეკლარირებული ჯაშუშები არიან და საქართველოს ინტერესების საზიანოდ მოქმედებენ."ეს ადამიანები ყოველთვის ცდილობენ, დავალებები შეასრულონ და დავალებების შესაბამისად იმოქმედონ. ეს ადამიანები ქართველ ხალხს არ ელაპარაკებიან, პირიქით, ქართველი ხალხი სძულთ და ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ ყოველთვის. ახლაც იმას ამბობენ, რომ სანქციები არის გამოსავალი. თურმე, ქართველი ხალხი რომ ამ ჯაშუშებს გვერდით არ უდგას და ჩვენი ქვეყნის ამოტრიალებას რომ მხარს არ უჭერს, ამიტომ ქართველი ხალხი უნდა დაისაჯოს და ეს ჰგონიათ მათ წარმატების ერთადერთ მიზანი. რა უნდა ვილაპარაკოთ იმ ადამიანებზე, რომელიც დეკლარირებული ჯაშუშები არიან და ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებენ. ერთი რამ უნდა ვუთხრათ; როგორც არ გამოუვიდათ "ნაცმაიდანი" და ჩვენი ქვეყნის ამოტრიალება, ისე ვერ გამოუვათ არც სხვა მათი ბნელი აზრი", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია