როგორია „ტვ პირველის" ჟურნალისტის, მაკა ჩიხლაძის და ოპერატორის, გიორგი შეწირულის ჯანმრთელობის მდგომარეობა

Primetime.ge 2 კვირის წინ 10
როგორია „ტვ პირველის" ჟურნალისტის, მაკა ჩიხლაძის და ოპერატორის, გიორგი შეწირულის ჯანმრთელობის მდგომარეობა
თავის ტვინის შერყევა, დაზიანებები თავის, სახისა და მუხლის არეში - "TV პირველის" გადამღებ ჯგუფზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, მაკა ჩიხლაძე და გიორგი შეწირული ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.ჟურნალისტები, რომლებიც ნიღბიანი პირების თავდასხმის ობიექტი გახდნენ, ნევროლოგიურ დეპარტამენტში მოათავსეს. მათ გვიან ღამემდე უტარდებოდათ კვლევები. გადაუღეს ტომოგრაფიაც.საპროტესტო აქციიდან, ინგოროყვას კლინიკაში, სულ 10 ადამიანი გადაიყვანეს, ყველა მათგანს კვლევები ჩაუტარდა. 3 პაციენტი ბინაზე გაეწერა, 7 კი სამედიცინო დაწესებულებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩა.“მაკას აღენიშნებოდა თავბრუსხვევა, ასევე მარცხენა თვალის არეში კონუქტიური სისხლჩაქცევა. საბედნიეროდ, თვალის კაკლების მოძრაობა შენახული, მხედველობის სიმახვილე არ არის დაქვეითებული. ამ მომენტისთვის, თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად. თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიით, მას ძვლოვანი სტრუქტურების დაზიანება არ აღენიშნება. აქვს მუხლის დაჟეჟილობა.რაც შეეხება გიორგის, გიორგის აღენიშნებოდა კეფის არეში დაახლოებით 2-სანტიმეტრიანი სისხლმდენი ჭრილობა, რომელიც დამუშავდა, გაიკერა. მას შემოსვლისას აღენიშნებოდა თავბრუსხვევა, გულისრევა და თავის ტკივილი. შესაბამისად, მოთავსდა, თავის ტვინის შერყევით, ნეიროქირურგიულ დეპარტამენტში, ჩაუტარდა სხეულისა და თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, იქაც, საბედნიეროდ, ტრავმული დაზიანება გამოირიცხა.ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა ასევე, რომელსაც აღენიშნება რბილი ქსოვილების დაზიანება, სახის ძვლების მოტეხილობა. მდგომარეობა, საბედნიეროდ, დამაკმაყოფილებელია. ამ წუთას ჩივილებს არ წარმოადგენს.დღის განმავლობაში ვგეგმავთ 2 პაციენტის გაწერას და ხვალ 1 პაციენტის გაწერას, რომელიც პარასკევს მოვათავსეთ.21 წლის ბიჭი, რომელსაც უგრძელდება რეანიმაციაში ყოფნა, მანდ მედიკამენტოზური ძილი არის შეწყვეტილი, ველოდებით, რომ მალე გამოიღვიძებს. სტაბილურია მდგომარეობა. საბედნიეროდ, იქაც, სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილური აქვს“, - აცხადებს ნევროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ხარაიშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია