წუხელ ქობულეთი-ბათუმის
შემოვლით გზაზე მომხდარ
ავარიას ახალგაზრდა ბიჭის
სიცოცხლე ემსხვერპლა.
ერთმანეთს მსუბუქი
ავტომობილი და "მერსედესის"
მარკის სატვირთო
ავტომობილების გადამზიდი
შეეჯახა.ადგილობრივი
მედიის ცნობით, ადგილზე
მისულ მეხანძრე-მაშველებს
მსუბუქი ავტომობილის
მძღოლი დაღუპული დახვდათ,
ხოლო ორი ადამიანი
სასწრაფო-სამედიცინო
დახმარების ბრიგადამ
კლინიკაში გადაიყვანა.,,ვერ
ვიჯერებ გიუნა ვერ ვიჯერებ
ბიჭო როგორ წახვედი და
დაგვტოვე გიო ეს რაქენი
ბიჭო როგორ დაგვწყვიტე
გული ძმაო როგორ ბიჭო როგორ
დაგვტოვე გიო",- წერს
გარდაცვლილის
ახლობელი. ფაქტზე
დაწყებულია გამოძიება.