გასული საუკუნის 70-80-იან
წლებში კერამიკული
თევზების ეს ნაკრები
თითქმის ყველა საბჭოთა
ოჯახის კარადაში იდგა,
მაგრამ არნახული
პოპულარობის მიუხედავად,
თევზების შექმნის ისტორია
და მიზანი ცოტამ თუ იცის.
როგორც ირკვევა,
თევზი-გრაფინი ექვსი ჭიქით
ლიქიორის ნაკრებია, თუმცა
საბჭოთა ოჯახების
უმეტესობაში ის მხოლოდ
დეკორატიულ როლს
ასრულებდა.კერამიკული
ნაკრების ისტორია 1955 წელს
დაიწყო, როდესაც ქართველმა
მხატვარ-კერამიკოსმა
აბესალომ ბარამიძემ
თევზის ფორმის გრაფინი და
ჭიქები
წარმოადგინა. აბესალომ
ბარამიძის ყველაზე
ცნობილი ნამუშევარი -
„თევზები“ რიგის ფაიფურის
ქარხანაში მზადდებოდა.
ქართველი კერამიკოსის
ნამუშევარმა ისეთი
მოწონება დაიმსახურა, რომ
1958 წელს იაპონიაში,
საერთაშორისო გამოფენაზე
გაგზავნეს.ვინ არის
„თევზების“
ავტორი?ზოგიერთ კატალოგში
„თევზების“ ავტორად
აბესალომ ბარამიძის
მეუღლე და კოლეგა, მერი
დომენტის ასული ბარამიძეა
დასახელებული. მას ქმრის
ზოგ ნამუშევარს მიაწერენ,
რაც გასაკვირი არაა. 1957–1963
წლებში ქალბატონი მერი
ქმრის, თბილისის
კერამიკული ქარხნის
მთავარი მხატვრის
დაქვემდებარებული
თანამშრომელი იყო და
სავარაუდოდ, ცნობილი
ნაკრების შექმნაში
მნიშვნელოვანი როლი
შეასრულა.