“რეალიზაციის 20%-იანი კლება გვაქვს” – “თბილისი ცენტრალის” დირექტორი

News.ge 1 კვირა წინ 18
“რეალიზაციის 20%-იანი კლება გვაქვს” – “თბილისი ცენტრალის” დირექტორი

ნოემბრის მეორე ნახევარსა და დეკემბრის დასაწყისში „თბილისი ცენტრალში“ რეალიზაცია 20%-ით შემცირდა. სავაჭრო ცენტრის დირექტორი ამას ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და მოსახლეობაში შეცვლილ განწყობებს უკავშირებს. ლევან ყარალაშვილის თქმით, თუ პროტესტი გაგრძელდა, საუკეთესო შემთხვევაში კლება ჯამში 5-10%-ის ფარგლებში იქნება.
„ნოემბრის მეორე ნახევარსა და დეკემბერში, ფაქტობრივად, ერთი კვარტალის რეალიზაცია და შემოსავლები კეთდებოდა ამ პერიოდში. რასაც ვუყურებთ, ჩვენი სავაჭრო ცენტრის პირობებში თითქმის 20%-იანი კლებაა, რაც გასაგებიცაა, რადგან მოსახლეობას არ აქვს ხედვა, სად შეიძლება აღმოვჩნდეთ ერთი თვის თავზე. ის არ იყიდის მაცივარს, ტელევიზორს და ამ თანხას გამოიყენებს იმისთვის, რომ უსაფრთხოების ბალიში ჰქონდეს შექმნილი და არ აღმოჩნდეს ისეთ სიტუაციაში, რომ ფინანსურად გაუჭირდეს.
ერთი არის, რომ განწყობა არ არის დღეს თუნდაც იმის, რომ წინასაახალწლოდ შესაბამის მოცულობის შესყიდვები გააკეთოს მოსახლეობამ და მეორე მხრივ, რესურსი საკმაოდ შეზღუდულია კიდევ უფრო, რომ საჭიროებები და მოთხოვნილებები, რაც ჩვეულებრივ რიგით მომხმარებელს შეიძლება გააჩნდეს ცოტა განსხვავდება იმისგან, რომ წავიდეს და მსხვილი შენაძენი გააკეთოს.
თუ ეს პროცესი და პროტესტი გაგრძელდება, საუკეთესო შემთხვევა იქნება ჩვენთვის, რომ 5-10%-იანი კლება გვქონდეს საბოლოო ჯამში.
იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ კრიზისსაც ისე გადავივლით, რომ შევძლებთ სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და საფუძველს დატოვებას იმისთვის, რომ სტაბილური გარემო როცა დაბრუნდება, ახალი, უკეთესი ნაბიჯები გადავდგათ“, – აცხადებს ლევან ყარალაშვილი.

სრულად წაიკითხეთ სტატია