რა მოლოდინები აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მმართველი პარტიის დასკვნითი საარჩევნო ღონისძიებისგან

Primetime.ge 2 თვის წინ 43
რა მოლოდინები აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მმართველი პარტიის დასკვნითი საარჩევნო ღონისძიებისგან
მმართველი პარტია საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას 23 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე გამართავს. ღონისძიება 16 საათზე დაიწყება. გადამწყვეტ არჩევნებამდე 5 დღით ადრე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მოსახლეობას საერთო მიზნების გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდებენ.„23-ში ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს ჩვენი ამომრჩევლების მხრიდან, რომ ჩამოვლენ, დაგვაფასებენ და ყველას ერთად ვაჩვენებთ ჩვენს ძალას - იმ ძალას, რომელიც ნამდვილად სჭირდება ჩვენს საქართველოს“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი ლაშა ტალახაძე.„23-ში ვიკრიბებით ადამიანები, ვინც ვართ ღირსების, პატიოსნების, წესიერების და მშვიდობის მხარეს“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა გენო პეტრიაშვილმა.„23-ში ველოდებით არა მარტო „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს, არამედ მთელ საქართველოს. მთელი ერი უნდა დადგეს ერთად“, - ამბობს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი გიორგი გაბუნია„ეს იქნება ჩვენი საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება. კიდევ ერთხელ ვეტყვით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა ქვეყანაში“, - განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.„ქართული ოცნების“ მთავარი სათქმელი იქნება ის, რომ პროგრესი 2012 და 2024 წელს შორის არის საგრძნობი. საქართველო ღირსებით, მშვიდობით, კეთილდღეობით მიიწევს ევროპისკენ“, - მიიჩნევს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.„ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმისა, თუ როგორი მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“ და როგორი არის საქართველოს მოქალაქეების მოლოდინი, რომ არჩევნები ჩატარდება მშვიდ გარემოში“, - ფიქრობს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია