აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი,
ბატონი დონალდ ტრამპი
ხშირად საუბრობს ე.წ. „დიფ
სტეიტზე“, რომელიც, მისი
განცხადებით, არსებით
გავლენას ახდენს მართვაზე
აშშ-ში. მაგალითად, ბატონმა
დონალდ ტრამპმა, მასზე
ტერაქტის
განხორციელებამდე ერთი
თვით ადრე გააკეთა ძალიან
სერიოზული განცხადება ე.წ.
„დიფ სტეიტთან“
დაკავშირებით, - ამის
შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი
კობახიძემ
განაცხადა.როგორც მან
განმარტა, სწორედ „დიფ
სტეიტის“ შედეგია აშშ-ის
ამჟამინდელი
ადმინისტრაციის უსამართლო
გადაწყვეტილებები.
კობახიძემ ტრამპს
წარმატებები უსურვა
არაფორმალურ გავლენებთან
და „დიფ სტეიტთან“
ბრძოლაში.„მან [ტრამპმა]
განაცხადა ასეთი რამ - ან
„დიფ სტეიტი“ დაანგრევს
აშშ-ს ან აშშ დაანგრევს და
მოშლის „დიფ სტეიტს“. თქვენ
ხედავთ, რომ მთელი ამ 4 წლის
განმავლობაში სწორედ „დიფ
სტეიტი“ ანგრევდა აშშ-ს და
სწორედ ამის შედეგია ის
უსამართლო
გადაწყვეტილებები,
რომელსაც ჩვენ ასე ხშირად
ვისმენთ ხოლმე ამერიკული
სტრუქტურებიდან. აშშ-ს
სჭირდება
დეოლიგარქიზაცია, რაზეც
არაერთხელ გვისაუბრია და
ამაში ჩვენ გვაქვს სრული
თანხვედრა პრეზიდენტ
ტრამპთან - ისიც მიიჩნევს,
რომ აშშ-ს სჭირდება
გათავისუფლება
არაფორმალური
გავლენებისგან.
პრეზიდენტმა ტრამპმა
გასცა დაპირება, რომ ის
დაამარცხებს „დიფ სტეიტს“
და გაათავისუფლებს აშშ-ს
არაფორმალური
გავლენებისგან. ჩვენ
გვაქვს ძალიან დიდი იმედი,
რომ ბატონი დონალდ ტრამპი
ამას შეძლებს და ეს
ყველაფერი საქართველოს
მაგალითზეც გამოჩნდება -
გამოჩნდება ის, თუ რამდენად
შეძლებს „დიფ სტეიტის“,
არაფორმალური გავლენების
დამარცხებას. პრეზიდენტ
ტრამპს მინდა ვუსურვო
წარმატებები ამ ძალიან
მნიშვნელოვან საქმეში.“ -
აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.