საკრალური მსხვერპლი,
რომელიც მათ უნდოდათ, ღვთის
წყალობით და პოლიციელების
დამსახურებით, არ გვყავს და
რა თქმა უნდა ეს მათთვის
არის სრულიად მიუღებელი, -
განაცხადა საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა,
გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების
საპარლამენტო კომიტეტის
თავმჯდომარის პირველმა
მოადგილემ ვლადიმერ
ბოჟაძემ.„ისინი თვლიდნენ,
რომ მსხვერპლის არსებობის
შემთხვევაში კიდევ უფრო
მეტად გაიზრდებოდა
ქვეყანაში პოლარიზაცია,
უფრო მეტად აიწეოდა
პოლიტიკური ტემპერატურა
და ბუნებრივია, მსხვერპლის
არსებობის შემთხვევაში
გაცილებით უფრო ადვილი
იქნებოდა მათი გეგმების
განხორციელება.მათი გეგმა
კი ნათელია. საზოგადოებამ
კარგად იცის, რომ ეს არის
ქვეყანაში მაიდანიზაციის
გეგმა და შემდგომ
საქართველოს
უკრაინიზაციის გეგმა,
რომელიც რა თქმა უნდა, არ
შესრულდა და არც
შესრულდება“, - აღნიშნა
ვლადიმერ ბოჟაძემ.NDI-ს
ყოფილმა ხელმძღვანელმა და
მაკკეინის ინსტიტუტის
პროგრამების დირექტორმა,
ლორა თორნტონმა სოციალურ
ქსელში დაწერა, რომ
„ქართული ოცნების“ დღეები
დათვლილია.