პოლონეთში ფართომასშტაბიანი წყალდიდობის გამო, სტიქიური უბედურების ზონა გაფართოვდა
პოლონეთში, ფართომასშტაბიანი წყალდიდობის გამო, კატასტროფის ზონა გაფართოვდა და დაემატა ბოლესლავიეცის, იავორის, ლეგნიცასა და ზლოტორისკის რაიონები.
ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომელსაც Polsat News–ი ციტირებს, იუწყება „ევროპეისკაია პრავდა“. ტუსკმა სტიქიის ზონის გაფართოება ქალაქ ნოვა სოლში საგანგებო შტაბის სხდომაზე გამოაცხადა.