„ქართული ოცნება-
დემოკრატიული
საქართველოს“ თელავის,
ახმეტის, ყვარლისა და
ლაგოდეხის დელეგატი
ირაკლი ქადაგიშვილი,
თელავის მუნიციპალიტეტში,
ეთნიკური უმცირესობის
სოფელ ყარაჯალაში,
მოსახლეობას
შეხვდა.შეხვედრაზე
მოქალაქეები გაეცნენ
„ქართული ოცნების" ძირითად
ღირებულებებს და
სამომავლო გეგმებს.
დელეგატმა 26 ოქტომბრის
საპარლამენტო არჩევნების
მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მოისმინა ადგილობრივი
ეთნიკური უმცირესობის
საჭიროებები და ისაუბრა
მათი მოგვარების
გზებზე.შეხვედრას ასევე
ესწრებოდნენ, პარლამენტის
წევრი - გელა სამხარაული,
ქალაქის მერი - ლევან
ანდრიაშვილი, რეგიონის
კოორდინატორი - მამუკა
ბურდიაშვილი.