"ეუთო/ოდირმა ასევე ხაზი
გაუსვა, რომ ეს არჩევნები
იყო კონკურენტული, რომ
ყველას ჰქონდა საშუალება,
ეწარმოებინათ თავისი
საარჩევნო კამპანია,
ნებისმიერ სუბიექტს", - ამის
შესახებ განცხადება
პარლამენტის ფრაქცია
"ქართული ოცნების"
თავმჯდომარის მოადგილემ
ლევან მაჭავარიანმა
გააკეთა, რომელიც
ეუთო/ოდირის მიერ გუშინ
გამოქვეყნებულ დასკვნას
ეხმაურება.მისი თქმით,
სახელისუფლებო გუნდი
მზადაა რეკომენდაციებზე
იმუშაოს."ჩვენ ამ ანგარიშით
კმაყოფილები ვართ. იქ არის
რაღაც ტიპის შენიშვნები,
რომელსაც ჩვენ აუცილებლად
გავითვალისწინებთ.
ეუთო/ოდირმა გამოთქვა
მზადყოფნა და სურვილი, რომ
ითანამშრომლოს არჩეულ
ხელისუფლებასთან ამ
ნაკლოვანებების
აღმოფხვრაზე. ჩვენ მზად
ვართ, რომ ყველაფერი
გავითვალისწინოთ, ის, რაც
მიზანშეწონილად
მიგვაჩნია. ეუთო/ოდირმა
ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეს
არჩევნები იყო
კონკურენტული, რომ ყველას
ჰქონდა საშუალება, რომ
ეწარმოებინათ თავისი
საარჩევნო კამპანია,
ნებისმიერ სუბიექტს.
ეუთო/ოდირმა ასევე ხაზი
გაუსვა თუ რამდენად მაღალ
დონეზე ჰქონდათ ცესკოს
ყველაფერი
ადმინისტრირებული და
შესაბამისად ეს დასკვნა
არის პოზიტიური", - აცხადებს
ლევან მაჭავარიანი.