"ის, რომ ეს მოსახლეობის
დაკვეთაა, ამაზე ბევრი სხვა
ფაქტორიც მეტყველებს" -
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე
გიორგი კახიანმა, "ოჯახური
ღირებულებებისა და
არასრულწლოვანის დაცვის
შესახებ" კანონზე "დღის
კურიერის" ეთერში
ისაუბრა.როგორც მან
აღნიშნა, ოპოზიციამ
აღნიშნული კანონის
მიღების პროცესში
ოპოზიციამ ვერ გაბედა
სხდომის დარბაზში შესვლა
და პოზიციების
დაფიქსირება:"ის, რომ ეს
მოსახლეობის დაკვეთაა,
ამაზე ბევრი სხვა ფაქტორიც
მეტყველებს. დააკვირდით
ოპოზიციის მოქმედებას ამ
კანონის მიღების პროცესში,
მათ ვერ გაბედეს სხდომის
დარბაზში შემოსვლა და
პოზიციების დაფიქსირება
ერთი მარტივი მიზეზის გამო,
მათ იციან, რომ ამ კანონის
მიღება მოსახლეობის
დაკვეთაა, მაგრამ მეორე
მხრივ, ქვეყნის გარედან
მხარდაჭერის შემთხვევაში,
ასეთ გადაწყვეტილებას არ
მოუწონებენ. ოპოზიციამ ამ
თვალსაზრისით, თავისი თავი
გამოამჟღავნა. ზუსტად
ანალოგიურ სიტუაციაში
აღმოჩნდა სალომე
ზურაბიშვილი, როგორც ეს
რადიკალური ოპოზიცია, მან
არც ვეტო გამოიყენა და არც
ხელი მოაწერა - ამასაც
მარტივი ახსნა აქვს, ისიც
აღმოჩნდა ისეთივე უსუსურ
მდგომარეობაში, როგორშიც
არის რადიკალური ოპოზიცია.
მას ვეტო რომ დაედო
კანონისთვის, ძალიან
კარგად იცოდა, რომ ამას
მოსახლეობის მხრიდან
მოჰყვებოდა ძალიან
უარყოფითი დამოკიდებულება
მასთან მიმართებაში და
მეორე მხრივ, ხელი რომ
მოეწერა ამას არ
მოუწონებდნენ მას ქვეყნის
გარედან,"- განაცხადა
გიორგი
კახიანმა.ცნობისთვის,
პარლამენტის
თავმჯდომარემ, შალვა
პაპუაშვილმა კანონს
"ოჯახური ღირებულებებისა
და არასრულწლოვანის
დაცვის შესახებ" ხელი
მოაწერა. კანონი ძალაშია.
აღნიშნული კანონის
ხელმოწერაზე, პრეზიდენტმა
სალომე ზურაბიშვილმა ე.წ.
მოტივირებული შენიშვნების
გარეშე თქვა უარი. ამჯერად
მას ვეტო არ გამოუყენებია
და პარლამენტს კანონი
უბრალოდ ხელმოწერის
გარეშე დაუბრუნა.