„ოპოზიცია რუსულ საქმეს აკეთებს, თუ უნდათ პირდაპირ გვარებით ვეტყვი ვინ მუშაობს რუსეთზე... ოკუპაცია რუსმა იქით გამიკეთა და თბილისში მიკეთებ?!“ - მეუფე იაკობი

Primetime.ge 1 თვე წინ 21
„ოპოზიცია რუსულ საქმეს აკეთებს, თუ უნდათ პირდაპირ გვარებით ვეტყვი ვინ მუშაობს რუსეთზე... ოკუპაცია რუსმა იქით გამიკეთა და თბილისში მიკეთებ?!“ - მეუფე იაკობი
მეუფე იაკობი პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს. ბოდბელმა მიტროპოლიტმა წმინდა გიორგის დღესასწაულზე, ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში იქადაგა. ისაუბრა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც. მთავარეპისკოპოსმა შეაფასა ევროპის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და ოპოზიციის აქციებზეც ისაუბრა."სტუდენტებს რომ გამოიყვან და გარე-გარე დარბიან, კარვები რომ გაქვს გაშლილი, სკამებს რომ გამოიტან და დამიწვავ, რუსზე უარესი ხარ. ოკუპაცია რუსმა იქით გამიკეთა და თბილისში მიკეთებ ოკუპაციას? აბა ვნახოთ ვინ რას გააკეთებს. პირდაპირ გეუბნებით, ამერიკასთან ძალიან ჩქარა დალაგდება ურთიერთობები ირბენენ, ირბენენ და ჯობია ჭკვიანად იყვნენ, საქართველო თუ უყვართ, ამ არეულობებს თავი გაანებონ. უნდა ვიცოდეთ, რომ ახლა რასაც აკეთებენ, ოპოზიცია იმასაც არ უყურებს, რომ თუ ასე ვჭამეთ ერთმანეთი, აფხაზები და ოსები რატომ მოისურვებენ ჩვენთან ერთად ყოფნას. ეს რუსული ნარატივია, ოპოზიცია რუსულ საქმეს აკეთებს. სხვებს ეძახიან რუსებს თუ თვითონ არიან. პირდაპირ, თუ უნდათ გვარებით ვეტყვი ვინ მუშაობს რუსეთზე,"- აცხადებს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი (იაკობიშვილი).
სრულად წაიკითხეთ სტატია