,,ოპერაციიდან მე-15 დღეს გარდაიცვალა...” - უნიკალური 17 წლის მხატვრისა და პოეტის ტრაგედია

Primetime.ge 4 კვირის წინ 9
,,ოპერაციიდან მე-15 დღეს გარდაიცვალა...” - უნიკალური 17 წლის მხატვრისა და პოეტის ტრაგედია
უნიკალური მხატვარი და პოეტი, დათო კრაწაშვილი 17 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას პოეზიის მოყვარულები იხსენებენ: ,,62 წლისა გახდებოდა… ის თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ოპერაციიდან მეთხუთმეტე დღეს გარდაიცვალა 17 წლის ასაკში.დატოვა 1000-მდე ფერწერული ტილო და გრაფიკული ნამუშევარი, 35 ლექსი და 10-მდე დღიური. დათო კრაწაშვილს მამა სიღნაღელი ჰყავდა, ხოლო დედა - აბაშელი"* * *გაირბენს დრო და ჩაივლის წყლები,საათი დარეკს, და ისიც მოვა.გამიფრინდება ბავშვობის წლები,მოვა ზაფხული და შემოდგომა.შემოდგომაზე დავხატავ სურათსდა მე ეს ტილო გამოთქვამს სახელს,დაველოდები მერე ცივ ზამთარს,და მაინც ბოლო ნახატი მამხელს .მოვა ზამთარი, გამოიცვლებით,ჩაიძირებით მოგონებებში…ოთახშიჩუმად გარდავიცვლებიჩემი პალიტრით და ფუნჯით ხელში.გასვენების დღეს იქნება წვიმა.წვეთები უკვე წუწუნს იწყებენ,მიმაბარებენ თბილისის მიწასდა მერე ალბათ… დამივიწყებენ …* * *მომკლა კედლიდან შენმა ყურებამ,რაღაცის თქმა სურთ გაპობილ ტუჩებს,რა დროს ძილია და გაყუჩება,უნდა ჰკოცნიდე თბილისის ქუჩებს.წელს გაზაფხულის იყო ავდარი,ტკივილთა ჩვენთა უნაპირობა,საღსბავებად დაღვრილი ქარიდახატვას გთხოვდა და დაგტიროდა.ხეები იდგნენ მკლავებაწვდილნი,რა გვიან გთხოვეს ეს პატიება...აპრილი აღარ ჰგავდა გაზაფხულს,მაისი ჰგავდა მონანიებას...* * *მერე შენ დაჭკნებივით ია ლარნაკშიღამით წყალი რომ არ გამოუცვალესმოვლენ მეგობრები დადაგამძიმებენასე სცოდნიაო სიყვარულს უცაბედსასე სცოდნიაო შენ ყურს არ დაუგდებჯანდაბას ჭორები ქალურიიყო დრო-გიყვარდაიყო დრო-უყვარდითუნდ იმ დღეებისთვისღირდა სიყვარული…* * *აბა გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას,გიპოვი სადმე და ქვეყანას დაგიმტკიცებ,მე შენი თვალებით შევხედავ სამყაროს.არ გჯერა?თუ გინდა იებზე დაგიფიცებ,”პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები,მათ ახლად ახელილ თვალებს”.ო! ისე ლამაზად მეყვარები,შენს თავს შენ თვითონვე შეგაყვარებ,არა გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას,გიპოვი სადმე და ქვეყანას დაგიმტკიცებ.მე შენი თვალებით შევხედავ ყვავილებს.არ გჯერა? თუ გინდა იებზე დაგიფიცებ,”პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები”* * *გამიქრა ყრმობის ოცნებები,ტკბილი ზღაპრები,მოვარდა ქარი, წაიყოლა ჩემი აფრები.სად არ ვიარე, სად არ მივაწყდიავდრად აშლილი, _ძილმორეული, ცრემლმორეული ბავშვი _ ბავშვივით...უცბად ვიხილს სანუკვარიმძიმე კარები,ხმაც გავიგონე _ რეკდნენ მძიმედცივი ზარები,შეშინებულმა ვთქვი უსიტყვოდდე, იყოს ნება...კარებზე დიდი ასოებით ეწერა _„ხე _ ლოვ _ ნე _ ბა!“დ. კრაწაშვილი(1963-1980)
სრულად წაიკითხეთ სტატია