“პირველებისთვის” ცნობილი ხდება, რომ ტელევიზია, “რუსთავი 2”, გადაცემა “შუა დღის” მთავარმა პროდიუსერმა, ნუკა ორჯონიკიძემ პროტესტის ნიშნად დატოვა.
შეგახსენებთ, “რუსთავი 2” გუშინ ტელეწამყვანებმა ანა კოშაძემ და ვახო კანდელაკმა გუშინ დატოვეს.
ანა კოშაძე დილის გადაცემის წამყვანი იყო, ხოლო ვახო კანდელაკი შუადღის გადაცემის.
გუშინ ასევე ცნობილი გახდა, რომ პროპაგანდისტული ტელეკომპანია “იმედი” დატოვა ჟურნალისტმა ლევან მორჩიაშვილმა.
საქართველოში მიმდინარე აქციების ფონზე, ხელისუფლების ტიტუშკების სამიზნე კრიტიკული მედიის წარმომადგენლები არიან. 7 დეკემბერს ორგანიზებული ჯგუფი პირდაპირ ეთერში თავს დაესხა “ტვ პირველის” ჟურნალისტსა და ოპერატორს. გიორგი შეწირული და მაკა ჩიხლაძე მძიმე დაზიანებებით ამ დრომდე კლინიკაში არიან.
“ხარებას” რაზმი თავს დაესხა “ფორმულას” ჟურნალისტს გურამ როგავას – ის ამ დრომდე რეაბილიტაციას გადის.