“ალიას” დაუკავშირდა 75 წლის ნაზი ყავრიშვილი და გვთხოვა, მისი ისტორია მოგვეტანა თქვენამდე.
– ერთი არა, მილიონი მადლობის თქმა მინდა, ამ სიტყვებით დაიწყო რესპონდენტმა ჩვენთან საუბარი.
ნაზი ყავრიშვილი:
-7-8 წლის წინ მხედველობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შემექმნა. დრო და დრო უფრო მეტად რთულდებოდა ჩემი მდგომარეობა – ვეღარ ვმუშაობდი, ექიმიდან ექიმთან დავდიოდი და სამწუხაროდ, არც ერთ მათგანს არ უთქვამს ჩემთვის, რომ ოპერაცია მჭირდებოდა – ზოგი რა მკურნალობას მირჩევდა, ზოგი – რას. შედეგი დადგა ის, რომ ცალი თვალით საერთოდ ვეღარ ვხედავდი და მეორე თვალით – მხოლოდ ნაწილობრივ. მივხვდი, რომ სასწრაფოდ მჭირდებოდა შველა. რამდენიმე ადამიანმა ნიუ ჰოსპიტალსი მირჩია, სწორედ იქ გავიცანი ექიმები, მამა-შვილი გოლოვაჩოვები.
მარიამ გოლოვაჩოვამ როგორც კი გამსინჯა და კვლევები ჩამიტარა, იმწამსვე მითხრა, რომ მჭირდებოდა ოპერაცია. ჩემი დიაგნოზი იყო – კატარაქტა. ოპერაცია დაიგეგმა პროფესიონალურად. რამდენიმე დღეში გამიკეთდა. ოპერაციის დღესვე, სამ საათში ერთ თვალში აღმიდგა მხედველობა და 10 დღეში უკვე – მეორე თვალშიც.
მე პროფესიით მკერავი ვარ, სამკერვალო დაწესებულებებში ვმუშაობდი 50 წლის მანძილზე, ჩემთვის მხედველობის დაკარგვა უდრიდა ყველაფრის დაკარგვას – სამსახურის, შესაბამისად შემოსავლის, დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობის, – ვერ ვიცხოვრებდი ამ ყველაფრის გარეშე. ოპერაციამდე ვფიქრობდი, რომ ჩემი ცხოვრება დასრულდა. ოპერაციის შემდგომ კი ყველანაირი პესიმიტური აზრები გამიქრა – მე, 75 წლის ადამიანი, დღეს ისევ ვმუშაობ, უკვე ასი პროცენტით აღმიდგა მხედველობა, გაზეთს, მედიკამენტის ანოტაციას სათვალის გარეშე ვკითხულობ. ეს ყველაფერი კი ერთ დღეს შეუძლებლად მეჩვენებოდა.
ვფიქრობ, ნიუ ჰოსპიტალსში ამ არაჩვეულებრივი მამა-შვილის მიერ ჩატარებულმა ოპერაცია მე არა მხოლოდ მხედველობა არამედ, სიცოცხლეც მაჩუქა.
ექიმი შეიძლება მცოდნე იყოს საქმის, მაგრამ არ იყოს კეთილსინდისიერი, ან არ შეეძლოს პაციენტთან სწორი კომუნიკაცია. მახსოვს, შეშინებული, დაბნეული, განადგურებული მივედი ნიუ ჰოსპიტალსში. სანამ მარიამ გოლოვაჩოვას ველოდებოდი, მესმოდა, როგორ აქებდნენ მადლიერი პაციენტები და სულ მცირე იმედი მაშინვე გამიჩნდა. ვიფიქრე კვლებებზე გავწვალდებოდი, სხვადასხვა დღეს, სხვადასხვა დროს დამიბარებდნენ და ისედაც ასე ძვირფასს დროს დავკარგავდი. კლინიკას აღმოაჩნდა ყველა თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აპარატურა არსად გჭირდება წასვლა. მუშაობენ სწრაფად, ერთ დღეში გადაწყდა ოპერაცია და მარიამმა, ოფთალმოქირურგი მამა – ოლეგ გოლოვაჩოვი გამაცნო. მივხვდი, კარგ ხელში ვიყავი. უდიდესი ნდობა გამიჩნდა. დამეთანხამებით, ნდობა პაციენტსა და ექიმს შორის უმნიშვნელოვანესია.
რამდენიმე წელი გავიდა ოპერაციის გაკეთებიდან. დღე არ გავა ამ მამა-შვილზე არ ვიფიქრო და კიდევ ერთხელ არ მომინდეს ორივეს ხელები დავუკოცნო. მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე დღის წინ მივედი კლინიკაში, მადლობა ვუთხარი ადმინისტრაციას, რომ ასეთი კარგი ექიმები ჰყავს, ასეთ მაღალტექნოლოგიურ პირობებში მუშაობენ და უზადოდ იცავენ სისუფთავეს. შემდეგ მივხვდი, რომ მათ ეს ისედაც იციან და გადავწყვიტე, თქვენთვის მომემართა. ეს არ არის მხოლოდ მადლიერების გრძნობა, ბევრად მეტია. ვიმეორებ, მათ არ დაუბრუნებიათ მხოლოდ მხედველობა, სიცოცხლე მაჩუქეს.
მინდა ასეთი ექიმები ბევრი გვყავდეს, რათა მეტ ადამიანს ჰქონდეს ცხოვრების გაგრძელების შანსი. მინდა ყველამ გაიგოს, რომ არსებობენ ექიმები, რომლებიც არიან კეთილსინდისიერები, საქმის მცოდნენი, ყურადღებიანები. მე 3-4 წელი დავკარგე, სანამ ნიუ ჰოსპიტალსში ამ ექიმებთან მივიდოდი. ყველაზე მეტად ამ დროს ვნანობ და ხშირად ვფიქრობ, რა მელოდა იქაც, რომ არაპროფესიონალები დამხვედროდნენ ან ძალიან დამგვიანებოდა მისვლა და ოპერაციას აზრი აღარ ჰქონოდა.
თქვენს მკითხველებს მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ თითოეული წუთი მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის სადარაჯოზე და რომ პროფესიონალ ექიმთან დროული ვიზიტი არის უმთავრესი ამა თუ იმ დაავადების პრევენციისთვის.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
(R)
The post “ნიუ ჰოსპიტალსში ამ მამა-შვილის მიერ ჩატარებულმა ოპერაცია მე არა მხოლოდ მხედველობა არამედ, სიცოცხლეც მაჩუქა” – რას უყვება “ალიას” 75 წლის ქალბატონი appeared first on .