„ნაცების“ დროს მე ვიყავი ღირსეული საჯარო მოხელე და აღარ გაბედოთ ამ კითხვის დასმა

News.ge 2 თვის წინ 27
„ნაცების“ დროს მე ვიყავი ღირსეული საჯარო მოხელე და აღარ გაბედოთ ამ კითხვის დასმა

მე ვამაყობ, რომ „ნაცების“ დროსაც და „ოცნების“ დროსაც ღირსეული საჯარო მოხელე ვიყავი და აღარ გაბედოთ მეორედ ამ კითხვის დასმა, – ასე უპასუხა ნათია მეზვრიშვილმა „ქრონიკის“ კითხვას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ადეიშვილთან მის თანამშრომლობას ეხებოდა.
მისი თქმით, ვანო მერაბიშვილის საქმეზე მართლმსაჯულება სწორედ მან აღასრულა და „ქართული ოცნების“ წევრების მიმართაც ასევე დადგება სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
„დამისახელეთ ერთი სისხლის სამართლის საქმე მაინც, სადაც ნათია მეზვრიშვილმა ვინმეზე იძალადა და სადმე უფლებამოსილებას გადაამეტა განსხვავებით იმ ნაცზონდერებისგან, რომლებიც დღეს „ოცნებას“ ხელისუფლებაში ჰყავს გადმოპორტირებული. ასეთს ვერ იპოვით. მეტსაც გეტყვით, იმდენად უსუსური იყო „ოცნება“ „ნაცების“ გასამართლების პროცესში, ყველა საქმეს აგებდნენ, სანამ ნათია მეზვრიშვილი არ ჩაერთო მერაბიშვილის პროცესში. ეს იყო პირველი საქმე, რომელიც „ოცნებამ“ მოიგო. ჩემნაირი ღირსეული საჯარო მოხელე რამდენი იყო იცით, მაშინდელ და დღევანდელ პროკურატურაშიც? დაუსვით ეს კითხვა იმას, ვინც ამ კითხვის დასმას გავალებთ: საიდან მოიყვანეს, რომელი დროის საჯარო მოხელეები იყვნენ „ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი მოქმედი გენერალური და წინა გენერალური პროკურორი. „ნაცებისთვის“ მოქმედი საჯარო მოხელეები „ქოცები“ არიან და „ოცნებისთვის“ წინა ხელისუფლების კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები „ნაცები“ არიან და ამას დავასრულებთ ჩვენ 26 ოქტომბერს. როგორ სამართლიანადაც აღვასრულე მე ვანო მერაბიშვილის მიმართ მართლმსაჯულება, ძალადობაზე და კორუფციაზე, ისე აღსრულდება „ოცნების“ მიმართ მართლმსაჯულება. „ოცნებისთვის“ მაშინ რომ დამეჯერებინა ვანო მერაბიშვილი გარეთ იქნებოდა და „ვივამედში“ იქნებოდა ს მსგავსად სასათბურე პირობებში“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

სრულად წაიკითხეთ სტატია