“ნაპოლისთვის” კარგია, რომ ტრავმა მიიღო და ვერ ითამაშებს” – პრანდელი კვარაცხელიაზე

News.ge 1 კვირა წინ 10
“ნაპოლისთვის” კარგია, რომ ტრავმა მიიღო და ვერ ითამაშებს” – პრანდელი კვარაცხელიაზე

ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ რადიო Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში “პარტენოპეის” შესახებ ისაუბრა. “რომას” ყოფილმა თავკაცმა კომენტარი ტრავმირებულ კვარაცხელიაზეც გააკეთა.
გამოცდილი სპეციალისტის თქმით, ქართველის მოედანზე არყოფნა “ნაპოლის” უფრო არაპროგნოზირებადს გახდის.
“უდავოა, რომ კონტემ შემტევების გაუმჯობესებაზე უნდა იმუშაოს, რადგან დაცვითი ხაზი შედარებით საიმედოდ თამაშობს. ეჭვიც არ მეპარება, რომ ანტონიო ამ ასპექტზე ყურადღებას გაამახვილებს.
კვარაცხელიას არყოფნა? რა თქმა უნდა, მძიმეა. მაგრამ “ნაპოლის” ღრმა შემადგენლობა ჰყავს. პარადოქსულია, მაგრამ ქართველის გარეშე “პარტენოპეი” უფრო არაპროგნოზირებადი გახდება”, – განაცხადა პრანდელიმ.
შეგახსენებთ, იტალიელი სპეციალისტი ბოლოს “ფიორენტინას” წვრთნიდა.

სრულად წაიკითხეთ სტატია