„მშვიდობით განისვენე მამი, ჩემო უაღრესად კეთილო და სათნო ადამიანო...“ - გარდაიცვალა მეცნიერი ნოდარ სარჯველაძე

Primetime.ge 2 კვირის წინ 18
„მშვიდობით განისვენე მამი, ჩემო უაღრესად კეთილო და სათნო ადამიანო...“ - გარდაიცვალა მეცნიერი ნოდარ სარჯველაძე
ქართველი მეცნიერი და ფსიქოლოგი ნოდარ სარჯველაძე 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. „მშვიდობით განისვენე მამი, ჩემო უაღრესად კეთილო და სათნო ადამიანო. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი. შეხვედრამდე“, - წერს შვილი მარიკა სარჯველაძე სოციალურ ქსელში.ნოდარ სარჯველაძე ბათუმში დაიბადა. 1968 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­სო­ფია-ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი. 1968-1971 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის დ. უზ­ნა­ძის სა­ხე­ლო­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის ას­პი­რან­ტი. მისი მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია: პი­როვ­ნე­ბის ფსი­ქო­ლო­გია, სო­ცი­ა­ლუ­რი ფსი­ქო­ლო­გია, ფსი­ქო­თე­რა­პია, ფსი­ქო­ლო­გი­ის ფი­ლო­სო­ფი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი. ნო­დარ სარ­ჯვე­ლა­ძე იყო ფსი­ქო­ლო­გი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი (1988 წელი), პრო­ფე­სო­რი, ადა­მი­ა­ნის რე­სურ­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. 
სრულად წაიკითხეთ სტატია