მოსახლეობის უმრავლესობა ხმას „ქართულ ოცნებას“ აძლევს, საზოგადოებაში არსებული პროდასავლური და პროევროპული განწყობა ნაკარნახევია იმ პოლიტიკით, რაც ხელისუფლებას გააჩნია - გია ვოლსკი

Primetime.ge 3 დღის წინ 6
მოსახლეობის უმრავლესობა ხმას „ქართულ ოცნებას“ აძლევს, საზოგადოებაში არსებული პროდასავლური და პროევროპული განწყობა ნაკარნახევია იმ პოლიტიკით, რაც ხელისუფლებას გააჩნია - გია ვოლსკი
საზოგადოების 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ამავე დროს, მოსახლეობის უმრავლესობა ბოლო ცხრა არჩევნების განმავლობაში ხმას „ქართულ ოცნებას“ აძლევს, ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებაში არსებული პროდასავლური და პროევროპული განწყობა მნიშვნელოვანწილად ნაკარნახევია იმ პოლიტიკით, რაც ხელისუფლებას გააჩნია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკემა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, მსოფლიოში არსებული კონიუნქტურა უახლოეს პერიოდში შეიცვლება, შესაბამისი განცხადებები რადიალური ოპოზიციის ლიდერების მხრიდანაც გაკეთდა.„ჩვეულებრივ არითმეტიკას თუ გადავავლებთ თვალს, ადვილად შეგვიძლია, გავიანგარიშოთ, თუ ვის ეკუთვნის და ვისია ლომის წილი განწყობების ევროინტეგრაციის საკითხების მიმართულებით. მათი პოზიციები განპირობებულია იმ პოლიტიკური კონიუნქტურით, რაც მსოფლიოში არსებობს. დარწმუნებული ვართ, რომ ეს კონიუნქტურა უახლოეს პერიოდში შეიცვლება. ამას გარკვეული განცხადებები ადასტურებს, რაც რადიკალური ოპოზიციის ლიდერების მხრიდან გაკეთდა. ახლახან სააკაშვილის განცხადება მოვისმინეთ, რომ აუცილებელია სახელმწიფოს დესტაბილიზაცია, ძალადობრივი ჩამოშლა და ხელისუფლების გადაყენება 20 იანვრამდე მოხდეს. იგივე გახარიამ თქვა, რაც სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, როცა თქვა, რომ ამერიკის არჩევნებზე გავლენა რუსეთს აქვს ისევე, როგორც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე, თუმცა მისთვის ამის დამტკიცება გარკვეული მასალებით რთულია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.მისი თქმით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ძალადობაზე, დაპირისპირებაზეა ორიენტირებული, რაც რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს.„ამ პროცესებში საქართველოს ჩართულობა მოთხოვნადია. არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ამას სწორად აანალიზებენ და ისინიც არანაკლებ კრიტიკის ქვეშ არიან, თუნდაც ევროპულ პლატფორმებზე. ჩვენი ინტერესია ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანა. კარგად ნახეთ, თუ შეუძლია საქართველოს, როცა საერთაშორისო ასპარეზზე სამართლებრივი რესურსით იბრძვის. ქვეყანამ სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი დავა ცოტა ხნის წინ მოიგო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
სრულად წაიკითხეთ სტატია