„მოსალოდნელია ძლიერი თოვლი და ქარბუქი“ - გაფრთხილება ამინდის შესახებ

Primetime.ge 4 კვირის წინ 18
„მოსალოდნელია ძლიერი თოვლი და ქარბუქი“ - გაფრთხილება ამინდის შესახებ
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში ამინდის განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს და განმარტავს, როდემდე გასტანს ნალექიანი ამინდი ქვეყანაში:„28 ნოემბერს და ზოგადად, 29 ნოემბრის დილამდე, ძალაში რჩება უამინდობა. წვიმა მთელ ქვეყანაში, პერიოდულად, ძლიერი ნალექით, ძლიერ ქართან ერთად 17-22 მ/წმ- ში.მთიან რეგიონებში, ზღვის დონიდან 700 მეტრის ზემოთ მოსალოდნელია ძლიერი თოვლი და ქარბუქი, ასევე, შესაძლებელია სველი თოვლის ძლიერი შეწებება საჰაერო გაყვანილობაზე, გზებზე იქნება ლიპყინული.ასე რომ, როგორც ვკითხულობთ, კვლავ მოსალოდნელია მომდევნო დღეებში - არასტაბილური ამინდი, კლიმატურ ნორმასთან ახლოს ან ოდნავ დაბალი ტემპერატურით, ნოემბრისთვის დამახასიათებელი უხვი ნალექით“, - წერს მეტეოროლოგი.
სრულად წაიკითხეთ სტატია