უმრავლესობის წევრის,
არჩილ გორდულაძის
განცხადებით, როგორც კი
ოპოზიციას წაართვეს
პიროტექნიკა და სხვა
საშუალებები, საპროტესტო
აქცია მაშინვე მშვიდ
ვითარებაში
წარიმართა.გორდულაძის
თქმით, ოპოზიცია ცდილობს,
სამართალდამცველების
ცოცხლად დაწვას."როდესაც
ამოღებული იქნა მოლოტოვის
კოქტეილები, სხვადასხვა
ბასრი, აალებადი ნივთები და
პიკარდიები, მას შემდეგ,
რაც კოლექტიურ
"ნაცმოძრაობას" აღარა
ჰქონდა საშუალება, დებოში
მოეწყო, ჯანყის მცდელობა
ჰქონოდა, ქვეყნის
გადატრიალების საშუალება
ჰქონოდა, გუშინდელმა
დემონსტრაციამ ჩაიარა
მშვიდობიან გარემოში.
რეალობა არის, რომ
ოპოზიციაში არიან ის
ადამიანები, რომლებიც
ცდილობენ, ცოცხლად დაწვან
პოლიციელები. სწორედ ისინი
არიან, ვინც აქეზებენ, ვინც
ძალადობენ და ცდილობენ
ქვეყნის ამოყირავებას.
როდესაც ამ ყველაფერში მათ
ხელი მოეცალათ ვნახეთ, რომ
ჯერ კიდევ არსებულ
ადამიანებს, რომლებიც ჯერ
კიდევ შეცდომაში არიან
შეყვანილნი და რას
აპროტესტებენ
გაურკვეველია მას შეეძლოთ,
რომ თავიანთი აზრი
თავისუფალ გარემოში
დაეფიქსირებინათ.
სისტემური ძალადობა და
სისტემური დებოშის
მოწყობა მომდინარეობდა
გარკვეული ჯგუფიდან,
რომელიც კოორდინირებულები
არიან ჯაშუშებთან", -
განაცხადა არჩილ
გორდულაძემ.