საგარეო და უსაფრთხოების
პოლიტიკის საკითხებში
ევროკავშირის მთავარი
პრესსპიკერი, ანიტა ჰიპერი
საქართველოში
განვითარებულ მოვლენებთან
დაკავშირებით განცხადებას
ავრცელებს.„საქართველო:
საგანგაშო ცნობებია
მომიტინგეების თვითნებური
დაკავების, ძალადობისა და
არასათანადო მოპყრობის
შესახებ. მოვუწოდებთ
პასუხისმგებელ პირებს,
შეწყვიტონ გადაჭარბებული
ძალის გამოყენება და
უზრუნველყონ შეკრების
თავისუფლება. ძალადობის
ყველა აქტი დაუყოვნებლივ
უნდა იყოს გამოძიებული", -
წერს სოციალურ ქსელში
ჰიპერი.X-ზე ევროკავშირის
საგარეო და უსაფრთხოების
პოლიტიკური უწყების
მთავარი პრესსპიკერის
გამოქვეყნებული
განცხადება, საქართველოში
ევროკავშირის
წარმომადგენლობამ
„ფეისბუქის“ ოფიციალურ
გვერდზე გაავრცელა.