“მნიშვნელოვნად მივიჩნიე, ეს გზავნილი გადმომეცა…“ – საფრანგეთის პრეზიდენტი ქართველ ხალხს მიმართავს

News.ge 1 კვირა წინ 6
“მნიშვნელოვნად მივიჩნიე, ეს გზავნილი გადმომეცა…“ – საფრანგეთის პრეზიდენტი ქართველ ხალხს მიმართავს

ქარ­თველ ხალ­ხს საფრანგეთი პრეზიდენტი, მი­მარ­თავს. თა­ვის გან­ცხა­დე­ბა­ში მაკ­რო­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ საფ­რან­გე­თი დგას ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ევ­რო­პუ­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად.

“ძვირ­ფა­სო ქარ­თვე­ლო მე­გობ­რე­ბო, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის პირ­ვე­ლი წლის­თა­ვის წინა დღეს, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­ვიჩ­ნიე, ეს გზავ­ნი­ლი ამ მოკ­ლე ვი­დე­ოს მეშ­ვე­ო­ბით გად­მო­მე­ცა.

პირ­ველ რიგ­ში, მინ­და გი­თხრათ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ჩა­წე­რი­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ევ­რო­პუ­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბის ღა­ლა­ტი არ შე­იძ­ლე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი ოც­ნე­ბა არ უნდა ჩაქ­რეს. ევ­რო­პუ­ლი გზის ეს არ­ჩე­ვა­ნი თქვე­ნი სუ­ვე­რე­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, ევ­რო­პულ ოჯახ­თან შე­ერ­თე­ბის ეს არ­ჩე­ვა­ნი არის ის, რაც დღეს მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­მო­ხა­ტუ­ლია თბი­ლის­ში და ქვეყ­ნის რამ­დე­ნი­მე ათე­ულ ქა­ლაქ­შიც.

სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბით, ევ­რო­პულ­მა საბ­ჭომ და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი გას­ცა ამ მის­წრა­ფე­ბას. ეს არ­ჩე­ვა­ნი გუ­ლის­ხმობს გარ­კვე­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში. გზა და­სა­ხუ­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს ახლა შე­უძ­ლია ხე­ლი­ხელ­ჩა­კი­დე­ბულ­მა იმუ­შა­ოს ევ­რო­კავ­ში­რის 27 წევრ სა­ხელ­მწი­ფოს­თან, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად, რათა აა­შე­ნოს ეს ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი, ან და­ე­ლო­დოს და გა­და­ა­ვა­დოს, მაგ­რამ რას და­ე­ლო­დოს და რა­ტომ?

ვუბ­რუნ­დე­ბი იმას, თუ რას წარ­მო­ად­გენს ეს ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი. ევ­რო­კავ­ში­რი არ ავალ­დე­ბუ­ლებს. ევ­რო­პა სთა­ვა­ზობს, თა­ნას­წო­რი პარტნი­ო­რო­ბის გზის და­სახ­ვით, კე­თილ­დღე­ო­ბი­სა და სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის. ევ­რო­პა არ აში­ნებს, არ იყე­ნებს მუ­ქა­რას. ევ­რო­პა არ ცდი­ლობს ქა­ო­სის და­თეს­ვას, ევ­რო­პა არ ცდი­ლობს მე­ზობ­ლე­ბის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ა­სა ან და­მორ­ჩი­ლე­ბას ომით ან ჰიბ­რი­დუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით.

ის არ ცდი­ლობს თა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის გან­ხეთ­ქი­ლე­ბის ან დაბ­ნე­უ­ლო­ბის და­თეს­ვას. ევ­რო­კავ­ში­რი პა­ტივს სცემს ხალ­ხთა სუ­ვე­რე­ნულ ნე­ბას, ერე­ბის ის­ტო­რი­ა­სა და იდენ­ტო­ბას, რო­გო­რი­ცაა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ათას­წლო­ვა­ნი ის­ტო­რია. ევ­რო­კავ­ში­რი არ კარ­ნა­ხობს რა არის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სი. ის პა­ტივს სცემს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას, კერ­ძოდ სა­ქარ­თვე­ლო­სას.

ევ­რო­კავ­ში­რი არ უჭერს მხარს სე­პა­რა­ტის­ტებს თქვენს ქვე­ყა­ნა­ში. ევ­რო­კავ­ში­რი წარ­მო­ად­გენს მშვი­დო­ბის პრო­ექტს, რო­მე­ლიც ევ­რო­პის მშე­ნებ­ლო­ბის სა­ფუძ­ვე­ლია მისი და­არ­სე­ბი­დან.

ევ­რო­კავ­შირს არც აგ­რე­სი­უ­ლი ომი და­უ­წყია სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ. დიახ, ევ­რო­პა ეს არის სო­ლი­და­რო­ბა, მშვი­დო­ბის არ­ჩე­ვა­ნი, ერთი ოჯა­ხის­თვის სა­ერ­თო სტრა­ტე­გი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის კო­ლექ­ტი­უ­რი დაც­ვა. ევ­რო­პა არ არის შან­ტა­ჟი, ეს არის წე­სე­ბის მი­ღე­ბა, რო­გორც უთან­ხმო­ე­ბე­ბის მოგ­ვა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს გა­და­სა­წყვე­ტია თა­ვი­სი ბედი. ამის­თვის კი ქარ­თვე­ლე­ბის ხმას უნდა მო­უს­მი­ნონ და პა­ტი­ვი სცენ.

და ბო­ლოს, მინ­და კი­დევ ერთხელ გი­თხრათ, რომ ჩვენ თქვენს გვერ­დით ვდგა­ვართ თქვე­ნი ევ­რო­პუ­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად. სა­ქარ­თვე­ლოს ვერ ექ­ნე­ბა ევ­რო­პულ გზა­ზე წინსვლის იმე­დი, თუ მშვი­დო­ბი­ან დე­მონ­სტრა­ცი­ებს ძა­ლის არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბით ახ­შო­ბენ, თუ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, ჟურ­ნა­ლის­ტებს, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წევ­რებს ავიწ­რო­ე­ბენ, თუ გა­მო­ხატ­ვი­სა და შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბას არ იცა­ვენ.

მინ­და მჯე­რო­დეს, რომ არ­სე­ბობს გზა, ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, გზა ღია, თა­ვა­ზი­ა­ნი დი­ა­ლო­გი­სა ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას­თან და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან. ეს დი­ა­ლო­გი ყვე­ლა ქარ­თვე­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა.

მან ქარ­თვე­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა მის­ცეს, ხე­ლახ­ლა აი­ღონ ხელ­ში სა­კუ­თა­რი ბედი. ეს გზა თქვე­ნია. ამი­ტო­მაც დიდი ნდო­ბა მაქვს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ და დიდი ნდო­ბა მაქვს ყვე­ლას მი­მართ, ვის­თვი­საც ძვირ­ფა­სია ეს პა­ტივ­სა­ცე­მი ევ­რო­პუ­ლი გზა და არ სურს და­ნებ­დეს და­ში­ნე­ბას, პრო­პა­გან­დას, კი­ბერ­შე­ტე­ვებს, ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ნი­პუ­ლა­ცი­ას.

გა­უ­მარ­ჯოს სა­ქარ­თვე­ლო­სა და საფ­რან­გე­თის მე­გობ­რო­ბას და გა­უ­მარ­ჯოს ევ­რო­პას!”, – აღ­ნიშ­ნავს მაკ­რო­ნი.

სრულად წაიკითხეთ სტატია