კესარია აბრამიძის
მკვლელობაში ბრალდებულის,
ბექა ჯაიანის, დედა
მედიასთან პირველ
კომენტარს აკეთებს. „ეს
იყო შოკი ჩემთვის, მინდა
მივუსამძიმრო
კესარიას დედას და
ბოდიში მოვუხადო. დღეს
შვილს არავის უნდა
უკლავდნენ.მე ორივეს
ვტირი, როგორც კესოს, ისე
ბექას. რაც არ უნდა
ყიფილიყო, სიცოცხლის
გამოსალმებას არაფერი
ამართლებს. მკვლელი უნდა
დაისაჯოს. ბექასგან
მიკვირს რომ ასეთი
სისასტიკე ჩაიდინა, მას
გამართლება ნამდვილად არ
აქვს.ძალადობაზე არაფერი
ვიცოდი, მას (კესარიას)
უნდოდა, რომ ბექას ცოლად
მოეყვანა.სიკვდილამდე
ცოტა ხნით ადრე ვესაუბრე
კესოს, შენს შვილს ცოლად
მოვყავარო და თანახმა
ხარო? მითხრა“, - ამბობს
ბექა ჯაიანის
დედა.შეგახსენებთ, რომ
მოდელი და მსახიობი,
კესარია აბრამიძე 18
სექტემბერს, თბილისში,
საკუთარ სახლში მოკლეს. 37
წლის ქალს 28 ჭრილობა
აღენიშნებოდა.კესარია
აბრამიძის მკვლელობის
ბრალდებით, მისი მეგობარი
მამაკაცი ბექა ჯაიანი
დააკავეს.მოსამართლემ
გუშინ კესარია აბრამიძის
მკვლელობაში ბრალდებულს
წინასწარი, ორთვიანი
პატიმრობა
შეუფარდა.ცნობისთვის, ბექა
ჯაიანს ბრალდება
საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 109-ე
მუხლის „თ“ და „მ“
ქვეპუნქტებით წარედგინა,
რაც გენდერის ნიშნით,
განსაკუთრებული
სისასტიკით განზრახ
მკვლელობას გულისხმობს და
სასჯელის სახედ და ზომად
16-დან 20 წლამდე ან უვადო
თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.