მიქაუტაძე “ლიონის” მოსისხლე მტრის რიგებში?! ფრანგები შესაძლო ტრანსფერზე წერენ

News.ge 1 თვე წინ 21
მიქაუტაძე “ლიონის” მოსისხლე მტრის რიგებში?! ფრანგები შესაძლო ტრანსფერზე წერენ

La Tribune Olympienne-ის ინფორმაციით, “ლიონში” შექმნილი მძიმე სიტუაციით, შესაძლოა “მარსელმა” ისარგებლოს და ჟორჟ მიქაუტაძის გადაბირება სცადოს.
ქართველი ფორვარდი “ლიონის” რიგებში გასულ ზაფხულს გადავიდა და ჯერ ისე ვერ ათამაშდა, როგორც სჩვევია. პარალელურად, მის კლუბს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს – “ბავშვებს” 500 მილიონი ევროს ოდენობის ვალი გააჩნია და სიტუაციის გამოუსწორებლობის შემთხვევაში ლიგა 2-ში დაქვეითება ემუქრება. მიქაუტაძის გუნდიდან წასვლის შანსებს ეს ვითარებაც ზრდის.
“ლიონის” ფეხბურთელების გადაბირების სურვილი რამდენიმე კლუბმა უკვე გამოთქვა. “ლილს” მუსა ნიაქატეს შეძენა სურს, “ევერტონს” ერნესტ ნუამას დამატება უნდა. მედჰი ბენატია
(“მარსელის” სპორტული დირექტორი. რედ.), კი მიქაუტაძეს ყურადღებით ადევნებს თვალს, რადგან თავისი გუნდის შემტევებით კმაყოფილი არაა.
ქართველს 2024 წლის ზაფხულში რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა, თუმცა კარიერის გაგრძელება “ლიონში” არჩია. მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში “ლიონის” მაისურით” 2 გოლი გაიტანა.

სრულად წაიკითხეთ სტატია