The Athletic-ის ცნობით, “მილანის” თავდამსხმელმა კრისტიან პულიშიჩმა პარასკევს “ატალანტასთან” მატჩისას მარჯვენა კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო.
სამედიცინო შემოწმებამ დაადგინა, რომ 26 წლის ამერიკელი სერიოზულად არ დაშავებულა, მაგრამ წელს ვერ ითამაშებს. კლუბს უნდა ის 3 იანვარს “იუვენტუსთან” იტალიის სუპერთასის შეხვედრისთვის ჩადგეს მწყობრში, რომელიც ელ-რიადში გაიმართება.
ამ სეზონში მან “როსონერიში” ყველა ტურნირზე 20 დაპირისპირებაში 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.