მივმართავ უწყებათაშორის კომისიას და ყველა საერთაშორისო აკრედიტებულ სადამკვირვებლო მისიას, „მთავარი არხისგან“ გამოითხოვონ უწყვეტი კადრი, ასევე, პარტიული ტელევიზიების მხრიდან ამომრჩეველზე ზეწოლის და სიცრუის გავრცელების მორიგი ფაქტები აისახოს შესაბამის დასკვნებში

News.ge 2 თვის წინ 19

„რუსთავის მერიაში დასაქმებული ადამიანები, ყოველდღე ვემსახურებით ჩვენს ქალაქს და ვერავის მივცემთ უფლებას, ცილი დასწამონ, საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად მანიპულირება მოახდინონ, შეურაცხყონ და რაიმე სხვა სახის ზიანი მიაყენონ ჩვენს თანამშრომლებს“-ამის შესახებ რუსთავის მერმა, მ „მთავარი არხის“ სიუჟეტთან დაკავშირებით რუსთავის მერიაში ჩატარებულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, პარტიულ ტელევიზიებს ვერ მისცემენ იმის უფლებას, რუსთავში წინასაარჩევნოდ სიტუაცია ხელოვნურად დაძაბონ და ხელი შეუშალონ საარჩევნო პროცესების დემოკრატიულ, მშვიდ გარემოში წარმართვას.
„რადიკალური ოპოზიციის დაჯგუფებების მხრიდან, სიძულვილზე დაფუძნებულმა პოლიტიკამ, ერთხელ უკვე მიგვიყვანა ძალიან დიდ ტრაგედიამდე, როცა ოპოზიციური დაჯგუფებების ქმედებამ, ფატალური შედეგით დაასრულა ადამიანის სიცოცხლე. არავინ იცის, რა ზიანი მიაყენა ტელეკომპანია „მთავარის“ გუშინდელმა სიცრუემ ჩვენი დასუფთავების სამსახურში დასაქმებული ასაკოვანი ქალბატონების ჯანმრთელობას. საუბარია უაღრესად კეთილშობილ ადამიანებზე, რომლებიც ათწლეულებია ემსახურებიან ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებისგან და მოსახლეობისგან მხოლოდ მადლობას იმსახურებენ. ასევე, ვერ მივცემთ პარტიულ ტელევიზიებს იმის უფლებას, რომ რუსთავში წინასაარჩევნოდ სიტუაცია ხელოვნურად დაძაბონ და ხელი შეუშალონ საარჩევნო პროცესების დემოკრატიულ, მშვიდ გარემოში წარმართვას.
რუსთავი დღეს განვითარების სრულიად ახალ გზაზეა, ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ძალას და ენერგიას არ ზოგავს იმისთვის, რომ რუსთაველებმა კიდევ უფრო უკეთეს ქალაქში ვიცხოვროთ. ქალაქი დღეს ვდგავართ ერთად და ერთად ვაკეთებთ ჩვენი ქალაქის და ჩვენი ქვეყნის საქმეს. გვაქვს მშვიდი, იმ სიბინძურისგან აბსოლუტურად გამიჯნული გარემო, რისი თავზე მოხვევის მცდელობაც ჰქონდა ტელეკომპანია „მთავარს“ გუშინდელი სიცრუით და ამის საშუალებას ჩვენ, რუსთაველები, არ მივცემთ.
მივმართავ უწყებათაშორის კომისიას და ყველა საერთაშორისო აკრედიტებულ სადამკვირვებლო მისიებს, „მთავარი არხისგან“ გამოითხოვონ უწყვეტი კადრი, რაც დაადასტურებს და რაც მისცემს მათ შესაძლებლობას, უფრო დეტალურად შეისწავლონ ის ფალსიფიკაცია, რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი და ასევე, პარტიული ტელევიზიების მხრიდან ამომრჩეველზე ზეწოლის და სიცრუის გავრცელების მორიგი ფაქტები აისახოს შესაბამის დასკვნებში“-განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

სრულად წაიკითხეთ სტატია