რუსებს ეძახიან იმ
ადამიანებს, რომლებიც 2008
წლის ომში გმირულად
იბრძოდნენ, გმირულად
მებრძოლ ადამიანებს
მოუწოდებენ
დაუმორჩილებლობისკენ,
ეძახიან რუსებს ის
ადამიანები, ვინც მათ ომის
დანაშაულს აბრალებდა, -
განაცხადა საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერმა,
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარემ და
პარტიის აღმასრულებელმა
მდივანმა მამუკა
მდინარაძემ.მისივე თქმით,
ჯარისთვის
დაუმორჩილებლობისკენ
მოწოდება არის მოწოდება
საბოტაჟისკენ.„როცა ისე
გინდა შენი ქვეყნის
ჩამოქცევა, არევა, რომ
მოუწოდებ
დაუმორჩილებლობისკენ, ე.ი.
აგონიაში ხარ და უდიდეს
მავნებლობას ცდილობ. არ
გამოუვათ. ეს ქვეყანა დგას
თავის სიმაღლეზე.
საბედნიეროდ, არ იღებენ ეს
ბიჭები ასეთ სულელურ
მოწოდებებს, რადგან
ხედავენ, რომ ყველაფერს
კადრულობენ. რუსებს
ეძახიან იმ ადამიანებს,
რომლებიც 2008 წლის ომში
გმირულად იბრძოდა.
გმირულად მებრძოლ
ადამიანებს მოუწოდებენ
დაუმორჩილებლობისკენ,
ეძახიან რუსებს ის
ადამიანები, ვინც მათ ომის
დანაშაულს აბრალებდა.
რამხელა პარადოქსულ
სიტუაციაში აცხოვრებენ
თავიანთ მომხრეებს. ომის
გმირებს ეძახიან რუსებს და
დაუმორჩილებლობისკენ
მოუწოდებენ ის ადამიანები,
რომელთაც მათ ომის
დანაშაული დააბრალეს და
ხელი მოუწერეს რუსეთის
საოკუპაციო რეჟიმს ომის
დაწყებაზე. ამ ვირტუალურ და
მოდელირებულ რეალობაში
ვერ იცხოვრებს ქართველი
ხალხი. მე ძალიან კარგად
მესმის, რომ არიან
ადამიანები, რომლებიც
გულწრფელად იჯერებენ,
მაგრამ ჩვენ სასაყვედურო
და სამხილებელი გვყავს ის
ხალხი, რომლებიც ამას
აორგანიზებენ. ცოტა ფული არ
ჯდება“, - განაცხადა მამუკა
მდინარაძე.კოალიცია
„ძლიერი საქართველოს“
ლიდერი მამუკა ხაზარაძე
ქართულ ჯარს
დაუმორჩილებლობისკენ
მოუწოდებს.