ვარკეთილში კორპუსი
აფეთქებას
გადაურჩა.ინფორმაციას
„თბილისი ენერჯი“
ავრცელებს.„მეზობლებმა
გაზის სუნი იგრძნეს და 114 ზე
დარეკეს. აღმოჩნდა, რომ
ერთ-ერთ ბინაში, რეზინის
მილი გაზის დანადგარიდან
მოხსნილი და ღიად
დატოვებული იყო. 114 -ს და 112 -ს
ჯგუფების ოპერატიული
რეაგირებით რამდენიმე
ათეული ოჯახი აფეთქებას
გადაურჩა. გახსოვდეს - გაზი
უსაფრთხოა მაშინ, როცა მისი
მოხმარების წესებს იცავ და
ყურადღებით ხარ. იზრუნე
შენი ოჯახის და მეზობლების
უსაფრთხოებაზე“, -
აღნიშნულია ინფორმაციაში.