მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესი, ქვეყნის ნახევარი მაინც, დიეტაზეა ხოლმე და წონის კორექტირება სურს, მისი უდიდებულესობა ტორტის წინაშე, ძალიან ცოტა ადამიანი რჩება გულგრილი.
ტორტის წარმოშობის ზუსტი თარიღი უცნობია. ამ ფაფუკი და ყველასთვის საყვარელი ტკბილეულის სამშობლოც არ არის ბოლომდე დადგენილი. ნაწილი თვლის, რომ პირველი ტორტი დაახლოებით 2000 წლის წინ შეიქმნა იტალიაში, რადგან სიტყვა ტორტი იტალიურად ნიშნავს მდიდრულად მორთულს, მაგრამ თავდაპირველად ითარგმნებოდა როგორც ხმიადი. ასევე არსებობს თეორია, რომ ტორტი პირველად გამოიგონეს საბერძნეთში, რადგან სწორედ ამ ტერიტორაზე აღმოაჩინეს მოხარშული, გატარებული მარცვლეულისგან გამომცხვარი ნამცხვრები, რომლებიც მორთულიც კი იყო. მესამე მოსაზრებით, მხოლოდ აღმოსავლეთი, თავისი განსაკუთრებული ტკბილეულებით, შეძლებდა ტორტის რეცეპტების მოფიქრებას.
ასეა, თუ ის, ტორტი გახდა ყველა სადღესასწაულო დღის კულმინაცია. დაბადების დღე იქნება, თუ ნათლობა, ქორწილი, თუ საერო, ან საეკლესიო დღესასწაული – ტორტის გარეშე არ ჩაივლის ხოლმე.
2011 წლიდან, არაერთი ქვეყანა აღნიშნავს ტორტის დღეს. დღესასწაულის მთავარი სლოგანია – მე მოგართმევ ტორტს და ეს სლოგანი არ არის შემთხვევითი, რადგან, ტორტის მირთმევას არ სჭირდება დღესასწაული, ადამიანები მიხვდნენ, რომ ყოველი დღე შეუძლიათ აქციონ პირად დღესასწაულად საყვარელ ტორტთან ერთად.
და მაინც, სად უნდა შევიძინოთ ტორტი? მაღაზიაში თუ საკონდიტროში? ტკბილეულის ქარხანაში, თუ კერძოდ უნდა შევუკვეთოთ?
პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ პირს, კომპანიას, სადაც ყიდულობთ ტორტს, ნამდვილად აქვს ხარისხის სერტიფიკატი.
იკითხეთ, მოწმდება თუ არა პროდუქტის ხარისხი ლაბორატორიაში და რამდენად უახლესი ტექნოლოგიითაა ლაბორატორია აღჭურვილი – რადგან, თუ თქვენ იყიდით ტორტს პირისგან, ვინც არც ხარისხს აკონტროლებს და არც სერტიფიკატები გააჩნია, წინასწარ უნდა იყოთ მზად, რომ ის ვერ იქნება პასუხისმგებელი ტორტის უსაფრთხოებაზე.
რა ღირს ტორტი? – ზოგი მწარმოებელი თვლის, რომ ტორტის გაფორმებაზე იმდენი დრო და ენერგია უნდა დახარჯოს, რომ შეუძლია ტკბილეულის ფასი სამჯერ გაზარდოს, ზოგი მწარმოებელი ცდილობს, ძველი, ნაცნობი გემო მოიტანოს თქვენამდე, მოხდენილი ვიზუალით, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით. მთავარი პრინციპი ისაა, რომ ფასი უნდა პასუხობს პროდუქტს – ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ არ არის აუცილებელი დაველოდოთ დღესასწაულებს ტორტის დასაგემოვნებლად და თავად შეგვიძლია შევქმნათ ჩვენი დღესასწაულები, ამიტომაც, სასურველია საყვარელი ტორტი ფინანსურადაც ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.
ინგრედიენტები, რომლებზედაც ალერგიული რეაქცია გაქვთ – როცა ქარხანაში წარმოებულ ტორტს ყიდულობთ, თქვენ ზუსტად იცით მისი შემადგენლობა, იცით, რომ ამ ტორტს წლებია ამზადებენ თქვენთვის, იცით, რომ რეცეპტი უცვლელია და დღეში რამდენიმე ასეულობით მზადდება, შესაბამისად, რისკი იმისა, რომ თქვენ ტორტში ის პროდუქტი მოხვდეს, რომელიც არ წერია შეფუთვაზე და რომელზედაც ალერგია გაქვთ, ნოლის ტოლია.
ზომა და ვიზუალი – რამდენმა შეუკვეთეთ სხვა ზომის და ვიზუალის ტორტი და მიიღეთ სხვა? რამდენს ჩაგმწარდათ დღესასწაული? რამდენს გქონდათ იმედგაცრუება? ტკბილეულის ქარხანაში, თუ მაღაზიაში ტორტის ყიდვისას, წინასწარ იცით, ხედავთ რას ყიდულობთ, იცით, პროდუქტის ზომა, წონა, ვიზუალი.
რაც მთავარია, ტკბილეულის ქარხნის დამზადებული ტორტი შეგიძლიათ თავად ქარხანასა, თუ მაღაზიაში ნებისმიერ დროს შეიძინოთ – გინდათ დღევანდელი დღე აქციოთ დღესასწაულად? არ დაგჭირდებათ ჯერ ძებნა, მერე ნახევარი ქალაქის გავლა, შეგიძლიათ, უახლოეს მაღაზიაში შეიძინოთ თქვენი საყვარელი პროდუქტი.
და ბოლოს შეფუთვა – შეფუთვა საკონდიტრო ნაწარმის რეალიზაციაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, დესერტის გემო, სუნი და შენახვის ვადა დამოკიდებულია შეფუთვის მახასიათებლებზე.
გაგისინჯავთ „ტკბილი ქვეყნის“ ტორტები? რომელი უფრო მოგწონთ? მე – ყველა, თუმცა, დღეს ორ მათგანზე გიამბობთ: ტორტი – „ვუალა“ და ტორტი – „დღე და ღამე“.
„დღე და ღამე“–ს 950 გრამიანი შეფუთვით, 8 დღე აქვს შენახვის ვადა. მისი განსაკუთრებულობა ისაა, რომ გემოს მრავალფეროვნების გარდა, ვიზუალიც მრავალფეროვანია და დაჭრილი კიდევ უფრო მეტად ლამაზია. როცა ბავშვობის გახსენება მინდა, როცა ბებოს დამზადებული ტკბილეულის გემო მენატრება, როცა ძველ მეგობრებს ვხვდები – მას ვირჩევ.
„ვუალა“ – 800 გრამიანი შეფუთვით, მასაც 8 დღე აქვს შენახვის ვადა – გსურთ პიკანტური გემო? – მაშინ ეს ტორტი თქვენთვისაა. როცა ახალ ნაცნობებთან ერთად მინდა დღესასწაულის მოწყობა, ჩემი უპირობო არჩევანი ეს ტორტია – ნაზი და მრავალფეროვანი, მიირთმევ და რამდენიმე განსხვავებული ემოცია გსტუმრობს, შეგიძლია თავად აირჩიო, რომელი მოარგო ახალ ნაცნობებს, თუ გარემოს.
შეგახსენებთ, ტკბილი ქვეყანა 2006 წლიდან ბაზარზეა, მომხმარებელს ტკბილეულის უამრავ სახეობას სთავაზობს. ახერხებს ძველი და ახალი გემოებით დღემდე გაგვაოცოს და ეს ალბათ, იმის დამსახურებაცაა, რომ მუშაობს უახლესი ტექნოლოგიებით, რომლებიც ქარხანამ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიდან, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, იტალია, შემოიტანა. ტკბილი ქვეყნის პროდუქციის ხარისხის კონტროლი მუდმივად ხდება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიაში.
ტკბილი ქვეყნის ტკბილეული შეგიძლიათ შეიძინოთ მაღაზიებში, ან მისამართზე – თბილისი, ვახტანგ ნინუას 3.
The post “მე მოგართმევ ტორტს“ – რა უნდა გავითვალისწინოთ ტორტის ყიდვისას? appeared first on .