“მე და ჩემი ქმარი უკვე 40 წელია ერთად ვართ, თუმცა 4 კვირის წინ აღმოვაჩინე, რომ 30 წელია სხვა ქალიც ჰყავს”

Dailyinfo.cc 2 თვის წინ 29
“მე და ჩემი ქმარი უკვე 40 წელია ერთად ვართ, თუმცა 4 კვირის წინ აღმოვაჩინე, რომ 30 წელია სხვა ქალიც ჰყავს”

ურთიერთობების გამოსწორება ან თავიდან დაწყება ცუდი არასდროს არის, მაგრამ საკუთარი თავის პრიორიტეტად დაყენება ყველას უნდა შეეძლოს. ანონიმური შეკითხვების ჯგუფში ქალმა ასეთი პოსტი განათავსა:

„მე და ჩემი ქმარი 40 წელია ერთად ვართ. 4 კვირის წინ აღმოვაჩინე რომ 30 წელია სხვა ქალი ჰყავს. შემთხვევით მისი ტელეფონი ავიღე რადგან მეგონა ჩემი იყო და უცნობი ქალის წერილი შევნიშნე. ისინი ერთმანეთს წერდნენ, შეხვედრებს ნიშნავდნენ და სასიყვარულო ენაზე საუბრობდნენ. როდესაც შეტყობინებები ჩემს ქმარს ვაჩვენე, მითხრა რომ ამ ქალთან სასიყვარულო ურთიერთობა 30 წლის წინ ჰქონდა, თუმცა თავი დამნაშავედ იგრძნო და დაშორდა. იფიცებოდა რომ ჩემ გარდა არავინ უნდოდა, იმ ქალთან მხოლოდ მეგობრულ ურთიერთობას იჭერდა.
ჩემი ქმარი იმ ქალს ხშირად სტუმრობდა, მაგრამ მათ შორის ფიზიკური კონტაქტი არ არსებობდა. ძალიან დაბნეული ვარ, მისი ეს მხარე არასდროს მინახავს. მიმტკიცებს რომ სხვასთან სასიყვარულო ურთიერთობა არ აქვს, თუმცა შეტყობინებებში წერდა რომ ის უყვარდა, ეს კი ჩემთვის უკვე წლებია არ უთქვამს.
ჩვენი ურთიერთობა წლებია ფიზიკურ ურთიერთობას აღარ შეიცავს. სულ მეგონა, რომ ის უბრალოდ არ იყო თბილი ადამიანი, ხშირად ვეუბნები რომ თავს კომფორტულად ვგრძნობ როდესაც ჩახუტებული ვყავარ, მაგრამ უკვე კვირეებია არ ჩამხუტებია.
ვგრძნობ რომ მათმა ურთიერთობამ ჩვენი ურთიერთობიდან ძალიან ბევრი რამ გააქრო. ჩვენ შვილები და შვილიშვილები გვყავს, ახლა კი ოჯახის დანგრევის ზღვარზე ვართ. შოკში ვარ და ვერ ვხვდები რა უნდა გავაკეთო, ამ ასაკში ოჯახის დანგრევა არ მინდა, თუმცა თავს სულელად ვგრძნობ“.

პოსტს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ვინმე ფილიპა წერდა:

„შენ არც სულელი ხარ, არც სუსტი და არც პათეტიკური. არსებობენ წყვილები, რომლებიც ასეთ სიტუაციებს უმკლავდებიან, თუმცა ეს ევერესტის მწვერვალზე აცოცებას ჰგავს. ხშირად ღალატის მსხვერპლი ქალები სტრესის გამო წლების განმავლობაში იტანჯებიან. ახლა შენ გარშემო მთელი სამყარო ირხევა, შენი ქმრის ერთ ნაწილს დიდი ემოციური კავშირი აქვს სხვა ქალთან, მეორე ნაწილი კი ერთგული ქმარი და მამაა.
ღალატზე ხაზის გადასმა ძალიან რთულია, ამიტომ, ვფიქრობ რომ ფსიქოლოგის დახმარება დაგჭირდებათ. ამ გზით შენ და შენი ქმარი შეძლებთ ტრავმის დავიწყებას და ცხოვრების გაგრძელებას, თუმცა ძალიან დიდი დრო დაგჭირდებათ. მთავარი ის არის, რომ ორივე ერთ მხარეს დადგებით და კომუნიკაციის ახალ გზებს ისწავლით.
მაგრამ, ქორწინების დასრულება და ოჯახის დანგრევაც არ არის ისეთი კატასტროფა, როგორც შენ წარმოგიდგენია. შენი შვილები ზრდასრულები არიან და საიდუმლოებებს სიმართლისთვის თვალის გასწორება ურჩევნიათ. იმედი მაქვს, საკუთარ ინსტიქტებს ენდობი და თუ ჩათვლი, რომ პატიება არ შეგიძლია, მხოლოდ შვილებისა და შვილიშვილების ხათრით, ან მარტო დარჩენის შიშით არ აპატიებ.“

ფოტო პირობითია

სრულად წაიკითხეთ სტატია